English / ქართული / русский /







თამილა არნანია-კეპულაძე

2005 წლიდან - ეკონომიკის დოქტორი (საქართველო), 2012 წლიდან - ფილოსოფიის დოქტორი (ჩეხეთი), 2010 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი. 2013-2014 წლებში - ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის ( გერმანია) მკლევარი, მეცნიერ-თანამშრომელი. არის ეკონომიკის მიმართულების ჟურნალების სარედაქციო კომიტეტის წევრი პოლონეთში, ისრაელში, აშშ-ში, აზერბაიჯანში, ინდოეთში, საქართველოში; სარედაქციო საბჭოს წევრი უცხოეთში ჩატარებულ კონფერენციებზე მათ შორის პოლონეთში, სლოვაკეთში, მაკედონიაში და სხვ. უცხოეთში წაკითხული აქვს სასწავლო კურსი თ.ბატას უნივერსტეტში (ჩეხეთი), საჯარო ლექცია ნეო-უილმის უნივერსიტეტში (გერმანია), იენის ფ. შილერის უნივერსიტეტში (გერმანია).

გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მ.შ. ორი მოგოგრაფია და ხუთი სახელმძღვანელო. მისი სტატიები არის ციტირებული უცხოელი ავტორების მიერ დაწერილ დაახლოებით 25 ნაშრომში.