English / ქართული / русский /







დევი შონია

ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი, დაიბადა 1971 წლის 30 მაისს.

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

გამოქვეყნებული აქვს 65 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), მათ შორის: 2 სახელმძღვანელო და 2 მონოგრაფია.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: მარკეტინგი, ბიზნეს-გარემოს და საგარეო სავაჭრო საქმიანობის პრობლემათა კვლევა.

არის პრეზიდენტის მეორე ხარისხის სტიპენდიანტი და ერასმუსის მკვლევარი.