English / ქართული / русский /







არის მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც ასწავლის მიკროეკონომიკას, მაკროეკონომიკას, სტატისტიკასა და ეკონომეტრიკას. იგი ასევე მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად. იგი ფლობს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან (ISET), ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში ბაკალავრის ხარისხს თსუ-დან. ამჟამად, მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე თსუ-ში, რომელიც შეეხება სავალუტო პოლიტიკას. მან ასევე გაიარა სხვადასხვა პროფესიული განვითარების კურსი მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური სტაბილურობის, მაკროეკონომიკური მოდელირების, მაკროეკონომიკური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის საკითხებზე. მას აქვს გამოქვეყნებული ნაშრომები საკრედიტო რისკის მოდელზე, ჯანდაცვისა და საპენსიო რეფორმების მაკროეკონომიკურ ეფექტებზე. მისი კვლევის ინტერესებია: მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა, სავალუტო პოლიტიკა, მაკროეკონომიკური მოდელირება.