English / ქართული / русский /







ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

დაიბადა 1939 წლის 24 ივნისს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით.  გამოქვეყნებული აქვს 190 სამეცნიერო ნაშრომი (როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ), მათ შორის, 10 მონოგრაფია,

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ეკონომიკური თეორია, მაკროეკონომიკა,  საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა და სხვ.

დაჯილდოვებულია: საქართველოს ღირსების ორდენით (1999), პაატა გუგუშვილის სახელობის  სამეცნიერო პრემიით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის მედლით, საპატრიარქოს საპატიო სიგელით და სხვ.