ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
არქივი2024 02 2024 01 2023 04 2023 03 2023 02 2023 01 2022 04 2022 03 2022 02 2022 01 2021 04 2021 03 2021 02 2021 01 2020 04 2020 03 2020 02 2020 01 2019 04 2019 03 2019 02 2019 01 2018 04 2018 03 2018 02 2018 01 2017 04 2017 03 2017 02 2017 01 2016 04 2016 03 2016 02 2016 01 არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნერ-თანამშრომელი, და რონდელის სახელობის ფონდის—საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის უფროსი მეცნერ-თანამშრომელი. 1994-2000 წლებში ის იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ხოლო 2004-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, 2013-2016 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2005-2006 წლებში ის იყოს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნიცშეს სკოლის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის (ვაშინგტონი, აშშ) მკვლევარი ფულბრაიტის პროგრამით. ის არის 300-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, რომლებიც ეძღვნება პოსტკომუნისტური ეკონომიკის, მაკროეკონომიკის და ეკონომიკური განვითარების, საქართველოს, კავკასიისა და ცენტრალური ევრაზიის გეოპოლიტიკისა და გეოეკონომიკის თეორიულ და გამოყენებით საკითხებს. პროფესორმა პაპავამ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1982 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ეკონომიკურ-მათემატიკურ ინსტიტუტში (მოსკოვი, რუსეთი), ხოლო სადოქტორო დისერტაცია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (1989 წელი, თბილისი საქართველოს) და ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1990 წელი, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი). 2013 წლიდან ის არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. 2004 წელს ავტორთა კოლექტივთან ერთად მას მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებაში ნაშრომთა ციკლისათვის ”მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები”, ხოლო 2008 წელს კი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის პრემია წიგნისათვის ”ნეკროეკონომიკა: პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია” (ნიუ-იორკი, 2005). |