English / ქართული / русский /







ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი სოციოლოგია/დემოგრაფიის მიმართულებით. ამავე უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დაიბადა 1981 წლის 7 აგვისტოს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა გამოყენებითი მათემატიკის ბაკალავრის ხარისხი. მინიჭებული აქვს დემოგრაფიის მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსუტეტის მიერ და მეცნიერების მაგისტრის ხარისხი დემოგრაფიის მიმართულებით ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის მიერ. გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ).