English / ქართული / русский /







მედიცინის აკადემიური დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ რედაქტორი.

დაიბადა 1966 წლის 11 იანვარს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ექიმი პედიატრის სპეციალობით, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი, იორკის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომიკის ცენტრი. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში. გამოცემული აქვს ათი წიგნი, მათ შორის „ჯანდაცვის პოლიტიკა“ (2016), „ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა“ (2009), „ჯანდაცვის სოციოლოგიის საფუძვლები“ (2017), “სადაზღვევო საქმის საფუძვლები” (2017), “Health Care System in Georgia” (2000).

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის ეკონომიკა, ჯანდაცვის სოციოლოგია, სადაზღვევო საქმე.