English / ქართული / русский /







ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, მინიჭებული აქვს პროფესორის წოდება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

დაიბადა 1954 წლის 20 სექტემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 180 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) მათ შორის, 6 მონოგრაფია და 6 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო.

შოთა ვეშაპიძის კვლევითი ინტერესები მოიცავს თანამედროვე ეკონომიკასა და ღირებულებებს, ეკონომიკური აზრის ისტორიას, გლობალიზაციის პრობლემებს, მსოფლიო ეკონომიკას და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს.