English / ქართული / русский /







და­ი­ბა­და პე­და­გოგ­თა ოჯახ­ში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი, მანქანათმშენებლობის მრეწველობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციალობით (1978 წ.) და ხარკოვის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის ასპირანტურა მრეწველობისა და მის დარგების ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის ორგანიზაციის სპეციალობით.  დისერტაცია დაიცვა თემაზე - „შრომითი დანახარჯების შემცირების სტიმულირება“ (1985 წ.). იყო ს/გ “ქუთაისის საავტომობილო ქარხნის” გენერალური დირექტორის მოადგილე ეკონომიკის დარგში (1991-1995 წწ.); ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის, მეწარმეობისა და მენეჯმენტის კათედრათა გამგე. ამჟამად აწსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის 3 მონოგრაფია და 20 დამხმარე სახელმძღვანელო ორგანიზაციათა მენეჯმენტის, მეწარმეობისა და  ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.