ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
არქივი2024 02 2024 01 2023 04 2023 03 2023 02 2023 01 2022 04 2022 03 2022 02 2022 01 2021 04 2021 03 2021 02 2021 01 2020 04 2020 03 2020 02 2020 01 2019 04 2019 03 2019 02 2019 01 2018 04 2018 03 2018 02 2018 01 2017 04 2017 03 2017 02 2017 01 2016 04 2016 03 2016 02 2016 01 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი (2006 წლიდან). მან დაამთავრა თსუ ეკონომიკის ფაკულტეტი (1996 წელს) და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა, 2002 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების თავისებურებანი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში (საქართველოს მაგალითზე)“. 1999 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ასევე კითხულობდა ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტში, გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც საქართველოს გარდა გამოცემულია აშშ-ში, აზერბაიჯანში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთში, უნგრეთში. გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, იგი აქტიურადაა ჩართული ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, 2016 წლის დეკემბრიდან იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი (2012-2016 წწ), პარლამენტის წევრი (2012 წ), ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული ექსპერტი, ის აგრეთვე მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში და საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტში, აპარატის უფროსად. |