English / ქართული / русский /







საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, „აგრობიზნეს მენეჯმენტის“ სამაგისტრო და „აგრარული ეკონომიკის“ სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

დაიბადა 1956 წლის 5 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აგროეკონომისტის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) მათ შორის 8 მონოგრაფია და 6 სახელმძღვანელო.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: აგრარული ეკონომიკა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, სასურსათო უსაფრთხოება, მიწისა და სოფლის განვითარების პოლიტიკა.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აკაკი წერეთელის პრემიით, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების საპატიო სიგელებით. 2014 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ მიანიჭა წლის საუკეთესო მეცნიერის წოდება აგრარული ეკონომიკის დარგში.