English / ქართული / русский /







ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის კათედრის პროფესორი, შრომის ეკონომიკის მოდულის ხელმძღვანელი. მიგრაციის კვლევის ცენტრის მეცნიერ-ხელმძღვანელი, ჟურნალ „მიგრაცია“-ს რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები საქართველოს შრომით პოტენციალზე, რეგიონებისა და ქალაქების განვითარებაზე, მოსახლეობის მიგრაციაზე, შრომის ბაზრის დემოგრაფიულ პრობლემებზე. არის მრავალი საერთაშორისო კვლევითი პროექტის შემსრულებელი და ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.