English / ქართული / русский /







ეკონომიკის მაგისტრი, ამავე მიმართულების დოქტორანტი.

დაიბადა 1993 წლის 13 ივლისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  ეკონომიკის  სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 11 სამეცნიერო ნაშრომი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ). მონაწილეობა აქვს მიღებული 18 საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში. იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სამეცნიერო ფორუმის გამარჯვებული და საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისთვის მიღებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახელობის პრემია. მარიამს აქვს რეგიონული ეკონომიკის განვითარების საკითხების კვლევის ოთხწლიანი გამოცდილება.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ეკონომიკა, მიკროეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, რეგიონული ეკონომიკა.