English / ქართული / русский /







დაიბადა 1981 წლის 19 აგვისტოს. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ეკონომისტის სპეციალობით. 2017 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის წარჩინებით დამთავრების შემდეგ,იგი არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტი ეკონომიკის მიმართულებით. მუშაობდა საჯარო სექტორში. ამჟამად უკავია მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიცია, საქართველოს შემოსავლების სამსახურში.

მისი სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია შემდეგ სფეროებთან: ეკონომიკა, მაკროეკონომიკა, საგადასახადო დაბეგვრა (საგადასახადო ტვირთი), ეკონომიკური ზრდა და განვითარება.