English / ქართული / русский /







დაიბადა 1983 წლის 31 ივლისს. წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომისტის სპეციალობით. ამჟამად იგი არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საჯარო სექტორში. ამჟამად უკავია ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის სამმართველოს უფროსის პოზიცია, საქართველოს შემოსავლების სამსახურში. გამოქვეყნებული აქვს ერთი სტატია თამბაქოს პროდუქციის აქციზის გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით.

მისი სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია შემდეგ სფეროებთან:  გადასახადებით დაბეგვრა, საგადასახადო დანაკარგები, ეკონომიკური ზრდა და განვითარება, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება.