English / ქართული / русский /







ბორის გითოლენდია

ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 

დაიბადა 1984 წლის 3 ივლისს ქალაქ ფოთში. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. არის რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო და გამოყენებითი პროექტის შემსრულებელი და მონაწილე;  გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, არის არაერთი სამეცნიერო და პრაქტიკული ღონისძიების მონაწილე როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ; არის 2 დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი. მოწვეული ლექტორის სტატუსით წაკითხული აქვს ლექციები პოლონეთისა და ლიეტუვას სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ტრანსპორტი და საქართველოს სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის შესწავლა, ლოჯისტიკა და ასევე საუნივერსიტეტო მენეჯმენტის აქტუალური საკითხები.