English / ქართული / русский /







ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადეობის წევრი, იმავე საზოგადოების განათლებისა და სერთიფიკაციის კომიტეტის წევრი. საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის წევრი, პროფესიონალი შემფასებელი.

დაიბადა 1966 წლის 25 აგვისტოს. დაათავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), მათ შორის, 2 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ეკონომიკური განვითარება, საშემფასებლო საქმიანობის ჩამოყალიბება და განვითარება.