English / ქართული / русский /







დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.
დაიბადა 1992 წლის 23 აგვისტოს. 2013 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაკროეკონომიკის მიმართულებით. 2015 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი იმავე უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისგან. 2015-2016 წლებში იყო კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის უმაღლესი სწავლების პროგრამის მონაწილე და კვლევითი ასისტენტი იმავე ინსტიტუტში. ამჟამად არის სხვადასხვა უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

მისი კვლევითი ინტერესებია: ეკონომიკური განვითარება, პოლიტიკური ეკონომიკა, მაკროეკონომიკა