English / ქართული / русский /







ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; დაიბადა 1952 წლის 31 ივლისს ქ. ხაშურში.

1974 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი შრომის ეკონომიკის სპეციალობით.

1978-1982 წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში ხალხთმოსახლეობის ეკონომიკისა და დემოგრაფიის სპეციალობით. მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: დემოგრაფია, მიგრაცია, შრომის ეკონომიკა, ოჯახის სოციოლოგია, სოციალურ-დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკა.

გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი მეცნიერული შრომა (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში), მათ შორის 4 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო თანაავტორობით.