ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
არქივი2024 03 2024 02 2024 01 2023 04 2023 03 2023 02 2023 01 2022 04 2022 03 2022 02 2022 01 2021 04 2021 03 2021 02 2021 01 2020 04 2020 03 2020 02 2020 01 2019 04 2019 03 2019 02 2019 01 2018 04 2018 03 2018 02 2018 01 2017 04 2017 03 2017 02 2017 01 2016 04 2016 03 2016 02 2016 01 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის დოქტორანტი, ფაკულტეტი ეკონომიკა და ბიზნესი, სადოქტორო პროგრმა ეკონომიკა. ამჟამად, მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე: ევროკავშირი-საქართველო-ირანის თანამშრომლობის შესაძლებლობა ენერგეტიკის სფეროში (ნავთობისა და ბუნებრივი აირის მაგალითზე). ის, ასევე, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი ირანის დეპარტამენტში. პარალელურად, ის არის შემოსავლების სამსახურში საგადასახადო კონსულტანტი (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დააჯილდოვა მადლობის სიგელით, როგორც საუკეთესო თანამშრომელი. დაიბადა 1991 წლის 19 აგვისტოს, მან წარჩინებით დაამთავრა ბაკალავრიატი (სოციალური მეცნიერება)საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მაგისტრატურა (ეკონომიკა) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წარმატებული სწავლისთვის ბაკალავრიატზე ის რემდენჯერმე იყო პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიანტი, ხოლო მაგისტრატურაზე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიანტი და, ასევე, ორჯერ მიიღო უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება. სწავლასთან ერთად ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას კონფერენციებში 2012 წლიდან. მას დაწერილი აქვს რამდენიმე სტატია, მათ შორის ბატონ პროფესორ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან ერთად, და გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში. ის, ასევე, ატარებს ტრენინგს საგადასახადო კოდექსსა და ლექციას საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის შესახებ. |