English / ქართული / русский /







ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების აკადემიკოსი. 2004 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი.

დაამთავრა მოსკოვის მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის ეკონომიკა, ორგანიზაცია და მართვა, კვალიფიკაციით ინჟინერ-ეკონომისტი. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მ.შ. სახელმძღვანელოები, სექტორული ეკონომიკის, მენეჯმენტის საფუძვლების, საინოვაციო და საინვესტიციო მენეჯმენტის და რეგიონული ეკონომიკის აქტუალურ პრობლემებზე.