English / ქართული / русский /







სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.

დაიბადა1978 წლის 8 სექტემბერს, აფხაზეთი/საქართველო. გამოქვეყნებული აქვს 10 მდე სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და უცხო ენებზე. არის შიდა აუდიტის მიმართულებით რამდენიმე სახელმძღვანელოსა და მეთოდოლოგიის თანაავტორი.

აქვს  საჯარო სამსახურში მუშაობის 20 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის, ბოლო 10 წლის მანძილზე  აქტიურად  არის ჩართული და კოორდინირებას უწევს  საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმას. კერძოდ, საჯარო მმართველობაში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის (PIFC) სისტემის ფარგლებში, შიდა აუდიტის ინსტიტუციური ჩამოყალიბებისა და გაძლიერების პროცესს, როგორც კვალიფიციური პრაქტიკოსი შიდა აუდიტორი და ტრენერი.  ასევე, აკადემიურ სფეროში უძღვება შიდა აუდიტის სალექციო კურსს. მისი  კოორდინირებით და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, წარმატებით არის განხორციელებული არაერთი შიდა აუდიტის პილოტური პროექტი, როგორც ცენტრალურ სამინისტროებში ასევე მუნიციპალურ დონეზე

ამჟამად მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტში უფროსის მოადგილის პოზიციაზე. 

მისი საქმიანობის სფეროა: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის კოორდინირება საჯარო მმართველობაში, შიდა აუდიტის ინსტიტუციური და მეთოდოლოგიური განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის საჯარო სექტორში.