English / ქართული / русский /







პროფესორი, დოქტორი ერეკლე პირველი ახალგაზრდა ქართველი მეცნიერია. იგი გახლავთ კავკასიის ბიზნესის სკოლის ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულების სრული პროფესორი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მანამდე, იგი მიწვეული მეცნიერის რანგში მუშაობდა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფინანსური ეკონომეტრიკის დეპარტამენტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სლოუნის მენეჯმენტის სკოლაში. 

პროფ. პირველის კვლევითი ინტერესია კაპიტალის ბაზრების შესწავლა ფინანსური აღრიცხვის პერსპექტივიდან. მას დიდი გამოცდილება აქვს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, მათ შორის ძირითადი მკვლევარის როლში მონაწილეობის კუთხით. ის იყო ფულბრაითის კონკურენტული სამეცნიერო გრანტის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული საქართველოდან. მისი კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება საქართველოს საფონდო ბირჟასა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ინსტიტუციონალურ ჩარჩოს. ამჟამად იგი სწავლობს საქართველოში მიმდინარე ბუღალტერიისა და აუდიტის რეფორმას. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ციტირებად ჟურნალებში ავსტრალიაში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და აშშ-ში. 

დოქტორი პირველი არის მსოფლიო ბიზნესის ინსტიტუტის (WBI) 2014 წლის საუკეთესო ნაშრომის ჯილდოს მფლობელი. ის ბრემენის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა დოქტორანტად დასახელდა ეკონომიკის სფეროში და საქართველოში ათ საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა შორისაა.

დოქტორი პირველი  ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის (წარჩინებით), ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორისა (Magna Cum Laude) და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პოსტ-დოქტორის ხარისხებს.