English / ქართული / русский /







ლევან კიკილაშვილს 2017 წელს მიენიჭა, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი (მენეჯმენტსა და ფინანსებში), საქართველოს საპატრიარქოს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ხოლო 2019 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტში.

2019 წლიდან არის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მოპოვებული აქვს მრავალი სამეცნიერო გრანტი, აქვს რამდენიმე საკუთარი ორგანიზაცია და სტარტაპი, ასევე გამოქვეყნებული აქვს საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სტატიები, არის გამორჩეული სპიკერი, ქოუჩი და ტრენერი.

მონაწილეობა აქვს მიღებული  საერთაშორისო კონფერენციებში და არის ახალგაზრდა პერსპექტიული მეცნიერი, ხშირად ატარებს დისტანციური სწავლების არხებში სხვადასხვა ონლაინ კურსს და ხელს უწყობს ახალგაზრდებს ახალი ცოდნის: მიღებაში, გამოცდილების დაგროვებაში პრაქტიკულ ჭრილში და დაბრკოლებების გადალახვაში.