English / ქართული / русский /







2018 წლის მაისიდან საქსტატის აღმასრულებელი დირექტორია. 2002 წლიდან მუშაობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე:

2010-2016 წლებში იყო ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოს უფროსი, ხოლო 2016-2018 წლებში - აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

2017 წლის ნოემბრიდან არის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ბიზნეს სტატისტიკის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ხოლო 2018 წლის ნოემბერში არჩეულ იქნა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრად.

უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ში ეკონომიკის (სტატისტიკის), ასევე სამართალმცოდნეობის მიმართულებით. 2006 წლიდან ფლობს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხს.