English / ქართული / русский /







შპს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი, შპს კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ინსტიტუციური განვითარების ექსპერტი. საქართველოს, ევროპისა და აშშ-ს არაკომერციულ დონორ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სამთავრობო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან მუშაობის 25-წლიანი გამოცდილებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (სამინისტრო) მენეჯერული მუშაობის რვაწლიანი გამოცდილებით, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან პროექტების მართვის 20 წლიანი გამოცდილებით, სახელმწიფო, კერძო  და უცხოეთის უნივერსიტეტებში ფაკულტეტების, აკადემიური პროგრამების და ხარისხის მართვის განვითარების 20 წლიანი გამოცდილებით.

დაიბადა 1965 წლის 10 სექტემბერს. მიღებული აქვს განათლება:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი, სადოქტორო ნაშრომი  „მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები უმაღლესი განათლების სისტემაში“ წარდგენილია აკადემიურ დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, დაცვის თარიღი 2020 ზაფხული.

დიპლომი, განათლების მაგისტრი, საერთაშორისო განათლების პოლიტიკა, აშშ, მასაჩუსეტსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჰერსტის საერთაშორისო განათლების სკოლის მაგისტრი, 2002-2004. აშშ, ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი, 2002-2004. წლებში.

დიპლომი, ასპირანტურა ზოგად ფსიქოლოგიაში, დიპლომი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, 1992.

დიპლომი, ფილოსოფია და ფსიქოლოგია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, 1988.

განათლების მართვაში 10 სახელმძღავენელოს გამოცემის რედაქტორი (2010-2012) „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული საგამომცემლო სერია - 10 წიგნი განათლების ადმინისტრირებაში (განათლების მართვის პროექტის USAID ფინანსირებით).

სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: უმაღლესი განათლების მართვა, ხარისხის მართვა, უსდ სტრატეგიული დაგეგმვა,  თანამედროვე ტექნოლოგიები  უსდ მართვაში.