English / ქართული / русский /







სოციოლოგიის მაგისტრი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი. ამჟამად მუშაობს თავის სადოქტორო დისერტაციაზე სახელწოდებით „საქართველოს სამრეწველო პოტენციალის ინოვაციური განვითარებისა და ათვისების ძირითადი მიმართულებები“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა).

დაიბადა 1979 წლის 10 ივნისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციოლოგიის მიმართულებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა). 2008 წლიდან მუშაობს საქსტატში.

მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებს წარმოადგენს ეკონომიკური თეორია და ეკონომიკური განვითარება.