English / ქართული / русский /







ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი; ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის, მაკროეკონომიკური კვლევების ცენტრის უფროსი მკვლევარი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

დაიბადა 1992 წლის 18 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და ISET-ის სამაგისტრო პროგრამები. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო ნაშრომი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) და მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო პროექტში.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: მონეტარული პოლიტიკა, განვითარების ეკონომიკა, ფინანსური განათლება, და გენდერის ეკონომიკა.