English / ქართული / русский /







დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრა. ამავე ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და საერთაშორისო პროგრამის „ერაზმუს +“ კოორდინატორი.

დაიბადა 1991 წლის 5 იანვარს.დაასრულა ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სასწავლო კურსები ეკონომიკის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ)არის 1 მონოგრაფიის თანაავტორი.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: მიკროეკონომიკა, სექტორული ეკონომიკა, მეწარმეობის ეკონომიკა, მენეჯერული ეკონომიკა.

ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებს.