English / ქართული / русский /







ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე.

დაიბადა 1969 წლის 3 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტ-მათემატიკოსის კვალიფიკაციით. გამოქვეყნებული აქვს 50 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა, მაკროეკონომიკა, ეკონომეტრიკა.