English / ქართული / русский /







ეკონომიკისმ აგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ფასების სტატისტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

დაიბადა 1989 წლის 8 აგვისტოს. 2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, ხოლო 2013 წელს-მაგისტრატურა, ეკონომიკის სპეციალობით.

გამოქვეყნებული აქვს 5 სამეცნიერო ნაშრომი საქართველოში გამოცემულ ეკონომიკურ ჟურნალებსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასალებში.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ეკონომიკური თეორია, მაკროეკონომიკა, ეკონომიკური ციკლები, ანტიკრიზისული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომეტრიკული მეთოდების გამოყენება ეკონომიკაში.