English / ქართული / русский /







 ეკონომიკის დოქტორი.  საქართველოს დავით აღმაშენებლის  სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო   უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  მოწვეული პერსონალი.

 აქვს 20 წლიანი პედაგოგიური  და სამეცნიერო  მუშაობის  გამოცდილება  თბილისის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებსა და  ასევე,  დონორ ორგანიზაციებში.

სადისერტაციო ნაშრომისა  და კვლევის სფეროს წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესი.  არის საგანმანათლებლო აკადემიური და პროფესიული პროგრამების, ასევე, სხვადასხვა საფეხურის სილაბუსის ავტორი და ხელმძღვანელი  ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებით.

არის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელი. აქვს გამოქვეყნებული  3 სახელმძღვანელო და 70 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.