English / ქართული / русский /







დაიბადა 1984 წლის 21 მაისს. 2005 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობა და მიენიჭა ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, 2007 წელს კი - ამავე უნივესიტეტის ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მას 2016 წელს მიენიჭა  ფინანსების დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2016 წლის 3 ოქტომბრიდან 2017 წლის 15 ივლისამდე მუშაობდა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დარგობრივი დეპარტამენტის მოწვეულ მასწავლებლად, ხოლო 2017 წლის 19 სექტემბრიდან დღემდე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია.

ერთი მონოგრაფიისა და ათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორია. იგი ასევე არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი შიდა საგრანტო პროექტის ავტორი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ერთი სამეცნიერო გრანტის დამხმარე პერსონალი.