English / ქართული / русский /







დაიბადა 1992 წლის 24 აგვისტოს ქალაქ ტყიბულში. 2014 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით, ხოლო 2016 წელს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა იგივე მიმართულებით. 2020 წლიდან არის ქუთაისის უნივერსიტეტის დოქტორანტი ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე. 2019 წელს იყო ქუთაისის უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი და კითხულობდა ლექციათა კურსს „სახელმწიფო შესყიდვები“, ხოლო 2020 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი.

სამეცნიერო კვლევის სფეროებია: მაკროეკონომიკა, საჯარო ფინანსები და სახელმწიფო მართვის ეკონომიკური და ფინანსური ასპექტები.