English / ქართული / русский /







ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა დ ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ტურიზმი, მარკეტინგი, მენეჯმენტი.

დაიბადა 1963 წლის 29 მარტს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 64 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) მათ შორის, მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო.