English / ქართული / русский /







ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი. არის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე. 2007-2021 წლებში იკავებდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანის, ასევე ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის  თანამდებობებს. ამავე უნივერსიტეტში მურთაზ კვირკვაია არჩეული იყო ჯერ ასოცირებულ პროფესორად, შემდეგ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.  2013-2015 წლებში იყო საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის სოციალურ-ეკონომიკური სფეროს კონსულტანტი. 2009-2010 წლებში  მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ახალგაზრდა ლექტორთა განვითარების პროგრამაში (JFDP). იყო USAID-ის, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის (კურსდამთავრებულთა გრანტები) მიერ დაფინანსებული გრანტების ხელმძღვანელი, კოორდინატორი, ლიდერი.