English / ქართული / русский /







ეკონომიკის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორი.

დაიბადა 1987 წლის 23 მაისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს  7 სტატია (მათ შორის 3 ინგლისურენოვანი), 3 მოხსენება საერთაშორისო კონფერენციის (ქ. კოპენჰაგენი; ქ. ჟენევა; ქ. პრაღა) მასალათა კრებულში.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, სამომხმარებლო ფუნქცია, ეკონომიკური ციკლები, გარდამავალი ეკონომიკა.

არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო გრანტების გამარჯვებული.