ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
არქივი2024 02 2024 01 2023 04 2023 03 2023 02 2023 01 2022 04 2022 03 2022 02 2022 01 2021 04 2021 03 2021 02 2021 01 2020 04 2020 03 2020 02 2020 01 2019 04 2019 03 2019 02 2019 01 2018 04 2018 03 2018 02 2018 01 2017 04 2017 03 2017 02 2017 01 2016 04 2016 03 2016 02 2016 01 დამთავრებული აქვს თსუ-ს ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტი, მინიჭებული აქვს ბიოლოგიის მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი, ასევე დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, შემდგომში ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სადოქტორო თემისათვის ,,ევროკავშირის საინვესტიციო პოლიტიკა საქართველოში“ მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორის ხარისხი. ამჟამად გახლავთ სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი და ლექციებს კითხულობს შემდეგ დისციპლინებში: ბაკალავრიატი - ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკა, ინოვაციური ეკონომიკა, ინვესტიციები, ეკონომიკის ისტორია (რუსულად), მევენახეობისა და მეღვინეობის ეკონომიკა (სტუ-ს აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი), სტუმარ-მასპინძლობის მენემჯმენტი (სტუ-ს აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი), Economics and Policy of Viniculture systems (სტუ-ს აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი), მაგისტრატურაზე: ევროკავშირი გლობალურ ეკონომიკაში, Mediaeconomics, ასევე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი საგანზე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. 2022 წ. ივლისში გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული უწყვეტი განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული Hazard Analysis Critical Control Point (HACCP) სურსათის უვნებლობის ორთვიანი კურსი, ასევე არის საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტი. 2016 წლიდან ამერიკული ველნესკომპანია JEUNESSEGLOBAL წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ელკომერციის იმპლემენტაციას, დაავადებათა პრევენციას, ჯანმრთელობის პროფილაქტიკას. მაია ბენია ლექციებს კითხულობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, რომელთა შორისაა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის - სდასუ, უნიჯეო, წმ.გრიგოლ ფერაძის სახელობისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ. გახლდათ თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი და აკადემიური საბჭოს წევრი. |