English / ქართული / русский /







ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორანტი, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

დაიბადა 1991 წლის 23 ოქტომბერს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ბიზნესის ადმინისტრირების განხრით ბაკალავრიატი, ეკონომიკის განხრით მაგისტრატურა. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: მაკროეკონომიკა, ეკონომიკური განვითარება, შრომის ბაზარი და ინოვაციები.