English / ქართული / русский /







ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

დაიბადა 1961 წლის 7 ოქტომბერს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღრიცხვო-ეკონომიკური ფაკულტეტი, ეკონომისტის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 62 ნაშრომი, არის 1  მონოგრაფიის და 2 სახელმძღვანელოს ავტორი.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროა: ეკონომიკური ანალიზი, ფინანსური ანალიზი, მმართველობითი აღრიცხვა, ფინანსური აღრიცხვა.