English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ გივი ბედიანაშვილი ზვიად გაბროშვილი
ბლოკჩეინ ტექნოლოგიები სახელმწიფო ვალის მართვისთვის

10.36172/EKONOMISTI.2024.XX.01.Givi.Bedianashvili/Zviad.Gabroshvili

რეზიუმე 

კვლევაში განხილულია სახელმწიფო ვალის მართვაში ბლოქჩეინ ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები. გაანალიზებულია ვალის მართვაში გამოყენებული არსებული მოდელები, როგორიცაა ვალი, ინვესტიციები, ზრდის მოდელი და ვალი, ინვესტიციები, ზრდა, ბუნებრივი რესურსების მოდელი. წარმოდგენილია მდგრადობის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტის, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტიანობის ზრდის თვალსაზრისით ბლოქჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების კონცეფტუალური ტექნოლოგიური მოდელი, რომელიც გულისხმობს ინვესტიციების გამჭირვალობას. კვლევამ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ ბლოქჩეინ ტექნოლოგიები ინვესტიციების გამჭირვალობისა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის, რასაც, თავის მხრივ შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ფეთქებადი ვალის პრობლემის გაჩენის ალბათობა. ნაშრომში ასევე განხილულია, თუ როგორ შეიძლება მოიძიოს სახელმწიფომ რესურსები ბლოქჩეინ ტექნოლგიის საშუალებით და გარკვეულ შემთხვევებში, ახალი რეზერვების გაჩენის საფუძველზე, შეამციროს სახელმწიფო ვალი. ნაჩვენებია აღნიშნული ტექნოლგიის გამოყენების შესაძლო რისკები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს არსებითი პრობლემები სახელმწიფოს ეკონომიკის მდგრადობის კონტექსტით.

საკვანძო სიტყვები: ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, სახელმწიფო ვალის მართვა, ინვესტიციების გამჭვირვლობა