English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ზურაბ წერეთელი
საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები და მათი დაძლევის გზები

10.36172/EKONOMISTI.2024.XX.01.Zurab.Tsereteli

ანოტაცია. ნაშრომში გამოკვლეულია საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები და მათი დაძლევის გზები, რომელთა განხორციელების შედეგად მიიღწევა საწარმოს ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური უსაფრთხოება, საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოება, საწარმოს ეკონომიკური ეფექტიანობა. 

შესავალი

დღესდღეობით ეკონომიკურ უსაფრთხოებას დიდი საერთაშორისო აღიარება აქვს, ის მსოფლიოში საზოგადოების არსებობისა და განვითარების მნიშვნელოვანი პირობაა. ეკონომიკური უსაფრთხოება გაგებულია, როგორც მეცნიერული ცოდნის სფერო, რომელშიც განიხილება ეკონომიკის მდგომარეობა, რაც უზრუნველყოფს ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების მაღალ და სტაბილურ ზრდას. ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და საფრთხეებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ეს გამოწვეულია მსოფლიოში არსებული პირობებით. საწარმოები იძულებულნი არიან იმუშაონ რისკის სხვადასხვა ხარისხით და წარმოიქმნება სხვადასხვა დესტაბილიზაციის ფაქტორები.

ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები ყოველთვის აქტუალურია საწარმოებისთვის, როგორც სტაბილური ეკონომიკური გარემოს, ასევე კრიზისის პერიოდში. ეკონომიკური უსაფრთხოება არის ეკონომიკური სისტემის მდგომარეობა, რომელიც უზრუნველყოფს დაცვას სხვადასხვა სახის საფრთხეებისა და ფაქტორებისგან, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ საწარმოს.

ეკონომიკა საზოგადოების, სახელმწიფოს, საწარმოს, ინდივიდის განვითარების მთავარი საფუძველია, ამიტომაც ეკონომიკური უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული პრიორიტეტია. მსოფლიოში დინამიური ცვლილებები ხშირ შემთხვევაში საწარმოს საქმიანობაში წარმოშობს გარკვეულ საფრთხეებს, რაც შესაბამისი ზომების მიღებას საჭიროებს.

ეკონომიკური განვითარების თანამედროვე პირობებში საწარმოს სტაბილური ფუნქციონირება, უპირველეს, ყოვლისა მიიღწევა, მისი ეკონომიკური უსაფრთხოებით. ეკონომიკური უსაფრთხოების მისაღწევად კი — შიდა კონტროლის სისტემაა მნიშვნელოვანი. შიდა კონტროლი არა მხოლოდ მენეჯმენტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არამედ ის ეფექტიანი ინსტრუმენტია საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის.

თავად ტერმინი, „შიდა კონტროლის სისტემა“, გულისხმობს ორგანიზაციული ღონისძიებების, მეთოდებისა და პროცედურების ერთობლიობას, რომელსაც იყენებს საწარმოს ხელმძღვანელობა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მოწესრიგების, აქტივების დაცვისა და შეცდომების იდენტიფიცირებისათვის, რათა მიღებულ იქნეს ეფექტიანი ზომები მათ აღმოსაფხვრელად. 

* * *

როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, ეკონომიკური უსაფრთხოება საწარმოების ქვეყნის თავისუფლების, სტაბილურობის შენარჩუნებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს.

ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემის ფორმირება სახელმწიფოს ეროვნულ პრიორიტეტთა რიცხვს განეკუთვნება. ეკონომიკური უსაფრთხოების მისაღწევად გადაწყვეტილებათა მიღება, დიდწილად, დამოკიდებულია საწარმოს მდგომარეობის, ფუნქციონირებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე, მის სრულყოფილებაზე, საიმედობასა და დროულობაზე.

„უსაფრთხოების“ ცნება სპეციფიკური ისტორიული ხასიათისაა, რომელიც დაკავშირებულია ცხოვრების ყველა ლეგარულ სფეროსთან.

საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოება ითვალისწინებს, არსებული კორპორაციული რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებას, რათა მიღწეულ იქნეს საწარმოს მდგრადი ფუნქციონირება როგორც მიმდინარე პერიოდში, ასევე მომავალშიც.

საწარმოს ეკონომიკურ უსაფრთხოებისათვის საფრთხე არის მოვლენების ისეთი განვითარება, რის შედეგადაც არსებობს საწარმოს ნორმალური ფუნქციონირების დარღვევის შესაძლებლობა ან ალბათობა. კერძოდ საწარმოსთვის რაიმე სახის ზიანის მიყენება.[11]

ეკონომიკური უსაფრთხოების საფრთხეები იყოფა 2 დიდ ჯგუფად: გარე და შიდა.

გარე საფრთხეები ჩნდება საწარმოს გარეთ და არ არის დამოკიდებული მის საქმიანობაზე, მაგრამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მას. ყველა გარე ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს საწარმოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, შეიძლება დაჯგუფდეს: 1. პოლიტიკური, 2. იურიდიული, 3. ტექნოლოგიური, 4. სოციალურ-ეკონომიკური, 5. სამეცნიერო და ტექნიკური, 6. ბუნებრივი და კლიმატური და ა.შ.

საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების გარე საფრთხეები მოიცავს შემდეგს: ბიზნეს პარტნიორების გადახდისუუნარობა, რამაც შეიძლება გააუარესოს საწარმოს ფინანსური მდგომარეობა; ფიზიკური პირების, ან საწარმოების მიერ საქმიანი რეპუტაციის დაზიანება; ჯაშუშობაში ჩართული ორგანიზაციები; არაკეთილსინდისიერი კონკურენცია; არასახარბიელო ცვლილებები პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში; ცვლილებები კანონმდებლობაში; ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი საგანგებო სიტუაციები და სხვა.

შიდა საფრთხეები დაკავშირებულია საწარმოს საქმიანობასთან, რომელნიც წარმოიქმნება უშუალოდ ეკონომიკური საქმიანობის მსვლელობისას და შეიძლება გავლენა იქონიოს საწარმოს საბოლოო შედეგზე.

საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების შიდა საფრთხეები მოიცავს: კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვას; თანამშრომელთა დაბალ კვალიფიკაცისა; ხარვეზებს ტაქტიკურ და სტრატეგიულ დაგეგმარებაში(რომელიც შემდგომ გავლენას მოახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე და მიზნების შესრულებაზე).

ალბათობის ხარისხის მიხედვით შეიძლება გამოიყოს რეალური და პოტენციური საფრთხეები. განხორციელების შედეგების მასშტაბის მიხედვით განასხვავებენ ზოგად და ადგილობრივ საფრთხეებს. ზოგადმა საფრთხეებმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი საწარმოს დაზიანება, ხოლო ლოკალურმა საფრთხეებმა შეიძლება გამოიწვიოს საწარმოს დაზიანება ერთი ფუნქციური ზონის ფარგლებში.

ეკონომიკური უსაფრთხოების საფრთხეები ასევე კლასიფიცირდება ფუნქციონალურობით: 1) ფინანსური (ეკონომიკური კრიზისები, ინფლაცია, კონკურენცია), 2) საკადრო (თანამშრომლების მიერ მოვალეობების შეუსრულებლობა, თანამშრომლების დაბალი კვალიფიკაცია, პერსონალის ცუდი მართვის სისტემა და ა.შ.), 3) ინფორმაცია (პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანება, ხარვეზები, საინფორმაციო და ანალიტიკური მომსახურების საწარმოებში), 4) სოციალურ-ეკონომიკური, 5) წარმოების, 6) ტექნოლოგიური, 7) იურიდიული, 8) ფიზიკური (ქურდობა, დარბევა, ტექნოლოგიური ავარიები, გაფიცვები და ა.შ.).

თუ პროგნოზირება შესაძლებელია, განასხვავებენ 1) პროგნოზირებად და 2) არაპროგნოზირებად საფრთხეებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ არაპროგნოზირებადი საფრთხეები უქმნის საფრთხეს საწარმოს, რადგან მათი პროგნოზირება შეუძლებელია.

მათი წარმოშობის ხასიათიდან გამომდინარე, განასხვავებენ პირდაპირ და არაპირდაპირ საფრთხეებს. წარმოშობის ალბათობის მიხედვით საფრთხეები იყოფა აშკარა და ლატენტურად. აშკარა საფრთხეები უფრო გასაგები, რეალური და განსაზღვრულია. ფარული კი არა. მაგალითად, ჭექა-ქუხილი, რომელიც ფარულია და არა აშკარა.

მოსალოდნელი ზიანის სიდიდიდან გამომდინარე, საფრთხეები შეიძლება იყოს კატასტროფული, მნიშვნელოვანი ან მცირე სირთულეების გამომწვევი. გარდა ამისა, საფრთხეები კლასიფიცირდება მათი წარმოშობის ხასიათის მიხედვით სუბიექტურ (ხელოვნურ) და ობიექტურ (ბუნებრივი). სუბიექტური საფრთხე წარმოიქმნება ადამიანთა განზრახ ან უნებლიე ქმედებებისგან, ხოლო ობიექტური საფრთხეები ბუნებრივ მოვლენებზე.

გაჩენის სიხშირიდან გამომდინარე, ისინი იყოფა რეგულარულებად და სპონტალურებად. ისინი კლასიფიცირდება არსებობის ხანგრძლივობის მიხედვით: მუდმივი და დროებითი.

შემთხვევის დროიდან გამომდინარე არსებობს: მიმდინარე, დასრულებული და სამომავლო საფრთხეები.

მიმდინარე საფრთხეებია, რომელიც  ამჟამად მიმდინარეობს, დასრულებული საფრთხეები (რომელიც არსებულ პერიოდში მიმდინარეობდა), ხოლო მოწინავე საფრთხეები არის ის, რაც შეიძლება წარმოიშვას მომავალში.

ზიანის სახეობიდან გამომდინარე, განასხვავებენ პირდაპირ ზარალს და ზარალს დაკარგული მოგების სახით.

საზოგადოების სტაბილური და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა ქვეყნის, რეგიონებისა და საწარმოების უსაფრთხოების სისტემის შექმნა.[1]

საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის საჭიროა ეფექტიანად სტრუქტურირებული სისტემა. ზოგადად, ყველა პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურს (განყოფილებას), მენეჯმენტის ჩათვლით. [11]

საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემა წარმოადგენს სპეციალური ორგანოების, სერვისების, საშუალებების, მეთოდებისა და ზომების ორგანიზებულ ნაკრებს, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვას შიდა და გარე საფრთხეებისგან[1].

საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების შენარჩუნება მიიღწევა, საწარმოს როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორების გავლენით, რომელთაც შეუძლიათ იმოქმედონ საწარმოს ფუნქციონირებაზე, როგორც პირდაპირ, ისე ირიბად.

პირდაპირი გავლენის გარემოს ქმნიან მომწოდებლები, მომხმარებლები, ფინანსური ინსტიტუტები, შუამავლები, კონკურენტები და საკონტაქტო აუდიტორები, ირიბს კი — ბუნებრივი, დემოგრაფიული, გარემოსდაცვითი, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა.

საწარმოში ეკონომიკური უსაფრთხოება შესაძლებელია შენარჩუნებული იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი საქმიანობა შეესაბამება ყველა სუბიექტის ინტერესებს.[2]

გარე და შიდა ფაქტორების მოქმედება ხშირად იწვევს საწარმოს ახალ რისკებს, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს პრობლემებში, გამოიწვიოს ზარალი ან, უარეს შემთხვევაში, — გაკოტრება. [3]

ამრიგად, თანამედროვე საწარმოების ეკონომიკური უსაფრთხოების სტრუქტურა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ფუნდამენტური, მრავალფეროვანი, ცენტრალიზებული ტექნიკის, ოპერაციებისa და მეთოდების დაცვა შიდა და გარე ფაქტორების მიერ გამოწვეული საფრთხეებისგან.[4]

შესაბამისად, საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოება შეიძლება დახასიათდეს, როგორც ობიექტის ეკონომიკური განვითარების პირობითი მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს მისი ინტერესების სრულ დაცვას გარე და შიდა გარემოს ეკონომიკური საფრთხეებისაგან, საწარმოს სტაბილურ განვითარებისა და ეფექტურ ფუნქციონირებას, ყველა არსებული და მოზიდული რესურსის ოპტიმალურად გამოყენების პირობებში.

თანამედროვე ეტაპზე საწარმოების წარმატებული ფუნქციონირება და სწრაფი ეკონომიკური განვითარება დიდწილად დამოკიდებულია ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემაში საქმიანობის გაუმჯობესებაზე.[5]

იმ პრობლემებს შორის, რომლებსაც აწყდებიან საწარმოები ეკონომიკური უსაფრთხოების მისაღწევად შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:

1. წარმატებული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი, დეტალური და ობიექტური ინფორმაციის დეფიციტი;

2. დაფინანსების შიდა და გარე წყაროების უკმარისობა;

3. კანონების ნაკლოვანება, რომელიც დაუპირისპირდება არაკეთილსინდისიერ კონკურენციას;

4. ხშირად ცვალებადი საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა ქვეყანაში;

5. ხელმისაწვდომი ინფორმაციის დაბალი ხარისხი არა მხოლოდ კონკურენტების, არამედ საკუთარი საქმიანობის მდგომარეობის შესახებ;

6. საწარმოს ხარჯების ანალიზის არასაკმარისი გამოყენება ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებისათვის;

7. წარმოების ფორმებისა და მეთოდების არასრულყოფილება;

8. მარკეტინგის სისტემის გაუმართავობა და სხვა.

ამ პრობლემების გადაჭრა საწარმოს საქმიანობის ეფექტიანობის მიღწევის მთავარი პირობაა.

შესაბამისად, საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემის ძირითადი მიზნებია:

  1. როგორც გარე, ისე შიდა საფრთხეების დროული იდენტიფიცირება და პრევენცია;
  2. დაფინანსების შიდა და გარე წყაროების მოძიება;
  3. საწარმოს ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
  4. კონკურენტუნარიანობის მაღალი დონის მიღწევა;
  5. ტექნოლოგიური პოტენციალის გაზრდა;
  6. ეკონომიკური საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  7. წარმოების სრულყოფილი ფორმებისა და მეთოდების გამოყენება;
  8. მარკეტინგის სისტემის გაუმჯობესება და სხვა.

აღნიშნული მიზნების მიღწევა შესაძლებელია ისეთი მნიშვნელოვანი გზების მეშვეობით, როგორიცაა:

  • რეალური საფრთხეების დროული ინდენტიფიცირება, პროგნოზირება და აღმოფხვრა;
  • ქვეყნის სტაბილური საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის შემუშავება;
  • საფრთხეების თავიდან აცილების, შერბილების ან აღმოფხვრის გზების განსაზღვრა;
  • ოფიციალური და კომერციული საიდუმლოებების, სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის საიმედო დაცვა არასანქცირებული გამოყენებისაგან;
  • სხვა შეზღუდულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის პროცედურების შემოღება;
  • საფრთხეებზე სწრაფი რეაგირების მექანიზმისა და პირობების შექმნა;
  • უსაფრთხოების უარყოფითი ტენდენციების გამოვლენა კომპანიის ფუნქციონირებაში.

ამასთან საგულისხმოა, რომ საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების განხორციელებაში შიდა აუდიტს მნიშვნელოვანი როლი  უნდა დაეკისროს ძირითადი პრობლემების გადაწყვეტაში. შესაბამისად მის ძირითად ამოცანებს უნდა წარმოადგენდეს:

  • არსებული და პროგნოზირებული პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირება;
  •  პრევენციის ადეკვატური ხედვის ჩამოყალიბება;
  • საწარმოს საინფორმაციო რესურსების უსაფრთხოების დონის შეფასება;
  • უსაფრთხოების პრობლემებზე მენეჯმენტის რეაგირების ხარისხის შეფასება;
  • მენეჯმენტის ქმედებების ეფექტიანობის ანალიზი და ა.შ. 

დასკვნა

ამრიგად, საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტის გზები, მისი საქმიანობის შესაძლო გაუმჯობესების, ვალდებულებების დროული შესრულების, საფუძველზე განისაზღვრება და უსაფრთხოების განმარტებაზე დაყრდნობით უნდა:

  • დადგინდეს და გაანალიზდეს დაგეგმილი შედეგები;
  • სრულყოფილად განისაზღვროს მენეჯმენტის ფუნქციები, უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობის ხარისხი;
  • შესწავლილი, გაანგარიშებული და მოძიებული იქნეს დაფინანსების  წყაროების საჭირო რაოდენობა და მიმართულება;
  •  მოხდეს რესურსების რაციონალურად გამოყენება;
  • სისტემატიურად გაკონტროლდეს გაწეული ხარჯების ეფექტიანობა.

ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ შიდა კონტროლი, რომელიც მიმართულია ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის გაუმჯობესებაზე, წარმოადგენს ბიზნეს საწარმოების ეკონომიკური უსაფრთხოების მიღწევისა და შენარჩუნების ძირითად ინსტრუმენტს.

ის იძლევა შესაძლებლობას აღმოიფხვრას ეკონომიკური უსაფრთხოების  პრობლემები, შეიმუშავებს ზომებს, რომლებიც აძლიერებენ კონტროლს საწარმოს პერსონალზე და მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე, ახდენს ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის რეგულარულად გაანალიზებას, კონკურენტი ფირმების ლეგიტიმურობის მონიტორინგს და სამეწარმეო სუბიექტის საკონტრაქტო საქმიანობის გადაწყვეტილებების ეფექტიანობის შეფასებას.

შიდა კონტროლი, მიმდინარე პროცესში და მომავალშიც,  ხელს უწყობს საწარმოს სტაბილურ ფუნქციონირებას, მის განვითარებას, რაც წარმოადგენს ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების დაძლევის მთავარ მიზანს. 

ლიტერატურა

1. აბესაძე რ., ბიბილაშვილი ნ. გლობალური ეკონომიკური უსაფრთხოება. ეკონომიკური უსაფრთხოების გლობალური და ეროვნული პრობლემები. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ინტერნეტკონფერენციის მასალათა კრებული, თბილისი, 2018;

2. აბესაძე რ. ეკონომიკური განვითარება. თბ. „უნივერსიტეტის გამომცემლობა“ . 2018

3. აბესაძე რ. 2017. ეკონომიკური განვითარების თეორია. თბ.„უნივერსიტეტის გამომცემლობა“.2017

4. წერეთელი ზ. ბიზნესის როლი ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეკონომიკური უსაფრთხოების გლობალური და ეროვნული პრობლემები. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ინტერნეტ კონფერენციის მასალათა კრებული, თბილისი, 2018;

5. წერეთელი ზ. სასურსათო უსაფრთხოება, როგორც ძირითადი გლობალური პრობლემა. საქართველოსა და სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ინტერნეტკონფერენციის მასალათა კრებული (01.11.2019 – 28.12.2019). თბილისი, 2019;

6. ჭითანავა ნ. „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია“. თბილისი, 2018.

7. International security. 2018 https://en.wikipedia.org/wiki/International_security

8. Коновалов А. А., Наумов С. А., Колесникова Д. Д.2018 . Киберпреступность как глобальная угроза экономической безопасности: БЕЗОПАСНОСТИ: Виды, особенности, проблемы противодействия http://rostjournal.ru/?p=2740  

9. Рудая О. В. Угрозы экономической безопасности предприятия // Актуальные исследования. 2021. №11 (38). С. 61-63. https://apni.ru/article/2059-ugrozi-ekonomicheskoj-bezopasnosti-predpriyat

10.. Иванов  С. А,. Мартышевская А. В., система экономической безапасности организасии: структура и основные функциональные направления обеспечениа.  Санкт-Петербургский университет ГПС МЧС России.https://cyberleninka.ru/article/n/sistema-ekonomicheskoy-bezopasnosti-organizatsii-struktura-i-osnovnye-funktsionalnye-napr

 11. Самойлов И. Н., Алябьева М. В.. классификация угроз экономической безопасности предприатия и пути их предотвращения. https://phsreda.com/ru/article/104340/discussion_platformаспирант  

12. Шурко Л. М.,К вопросу о сущности экономической безопасности предприятия https://1economic.ru/lib/111327; https://phsreda.com/ru/organization/130239