English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ სალომე ლიპარტელიანი
სადაზღვევო ინდუსტრიის ტრანსფორმაცია საქართველოში: რეგულაციები და პერსპექტივები

journal N3 2025

ანოტაცია 

სტატიაში შესწავლილია საქართველოს სადაზღვევო ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და ტენდენციები, მასთან დაკავშირებული რეგულატორული ცვლილებები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები. ბოლო წლებში სადაზღვევო სექტორი ზრდას განაგრძობს -  2023 წელს, პირველად ისტორიაში, საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მოზიდული პრემიის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, თუმცა ბაზრის მასშტაბი კვლავ მცირეადა განვითარებისთვის სჭირდება ახალი სტიმულები.

საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით არაერთი აქტივობა ხორციელდება, განსაკუთრებით აღსანიშნავია Solvency II-ის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული აქტივობები, თუმცა ამ კუთხით სექტორი ასევე საჭიროებს დამატებით დირექტივების განვითარებას, რაც უფრომეტად დააჩქარებს სექტორის ზრდას.

სექტორის თვალსაზრისით, გამოწვევები იკვეთება როგორც სექტორულ ჭრილში, ასევე  ინდუსტრიის საინვესტიციო აქტივობის კუთხითაც.

საკვანძო სიტყვები: სადაზღვევო სექტორი; მარეგულირებელი რეფორმები; ევროპული სტანდარტები; ჯანდაცვის დაზღვევა; პერსპექტივები

შესავალი

დაზღვევა წარმოადგენს ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რადგან ამცირებს რისკებს და ქმნის სტაბილურობის საფუძველს.  საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარება დაწყებულია 1997 წლიდან, თუმცა მისი წილი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტში ჯერ კიდევ დაბალ ნიშნულზეა ( (დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2025). 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ საქართელოს სადაზღვევო ბაზარზე, 18 კომპანია ოპერირებს (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024), რომელთაგანაც ყველა  ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

მიუხედავად ზრდის ტემპის, ბაზარზე გამოწვევები კავლავ რჩება.  კერძოდ, სადაზღვევო შეწვდომა ეკონომიკაში მხოლოდ 1.33%–ს შეადგენს, რაც შედარებით დაბალ დონეზეა ევროზონასთან შედარებით. ამ კონტექსტში, რეგულაციების ანალიზი მნიშვნელოვან როლს იძენს როგორც ეკონომიკის სტაბილურობის, ისე მოსახლეობის სოციალურ დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

სადაზღვევო სექტორის ტრანსფორმაცია განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ და მარეგულირებელ ფაქტორებთან მოქნილად შეთავსებული ცვლილებებით. სახელმწიფოსა და მარეგულირებელმა ორგანოებმა ბოლო წლებში ერთობლივი რეფორმები დაიწყეს, რომლებიც მიზნად ისახავს სადაზღვევო ბაზრის გამჭვირვალობის, ფინანსური მდგრადობის და მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. შესაბამისად ამ სტატიაში განხილულია საქართველოს სადაზღვევო სექტორის მდგომარეობა, მიღწეული შედეგები და ახალი ინიციატივები, ასევე გამოვლენილია ძირითადი გამოწვევები და გამოკვეთილია სამომავლო ტენდენციები მომავალი პერიოდისთვის. კვლევა ეყრდნობა უახლესი მონაცემების და ოფიციალური დოკუმენტების სისტემურ მიმოხილვას იმ ფონზე, რომ ბაზრის თავისებურებები, შემადგენლობა და რეგულირების პროცესი ერთად იქნას შეფასებულ  ეროვნული ეკონომიკური და საერთაშორისო კონტექსტის პარალელურად. 

ძირითადი ტექსტი - სექტორის მიმოხილვა და რეგულირების სპეციფიკა 

ისტორიული რეტროსპექტივის თვალსაზრიისთ დაზღევის წარმოშობა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების საფუძველზე მოხდა.  კონკრეტულად: საფრთხეები, ადამიანის შიში (დაკავშირებული მატერიალურ/არამატერიალურ უსაფრთხოებასთან), საფრთხესთან ბრძოლის საჭიროება. აღსანიშნავია, რომ  დაზღვევის განვითარების ყველა ეტაპი განსხვავებული განხორციელების თავისებურებებით ხასიათდებოდა. სადაზღვევო ურთიერთობების განვითარებამ განაპირობა საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, რაც ასევე სადაზღვევო ურთიერთობებში წარმოქმნლი საჭიროებებით იყო გამოწვეული (ვერულავა, 2018). მეოცე საუკუნიდან დაზღვევამ მიიღო სრულად ეკონომიკური მნიშვნელობა და შესაბამისად იქცა ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად, რომელიც თანამედროვე სამყაროში კიდევ უფრო მეტ როლს იძენს (ვერულავა, 2018).

2023 წელს მოზიდული სადაზღვევო პრემიამ, რომელიც გაანგარიშებულია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 063.6 მლნ ლარს გაუტოლდა (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024), აღნიშნული მაჩვენებელი 17%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქვე, ისიც უნდა ითქვას რომ ბაზრის განვითარების დინამიკა ბოლო 10 წლის მანძილზე საკმაოდ სტაბილურად მზარდი მაჩვენებლით გამოირჩევა (გარდა პანდემიის არასტანდარტული და მაღალი გაურკვევლობით გამოხატული პერიოდისა)  - 2014 წელს ბაზრის ზომა 303 მლნ. ლარით გამოიხატებოდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 3,5-ჯერ ნაკლებია (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024). ხოლო უშუალოდ მზღვეველთა სადაზღვევო მოგება 248.5 მლნ ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი 73.5 მლნ ლარი. ამასთან, მნიშვნელოვანი ინდიკატორია კონკრეტულად მზღვეველთა აქტივების სრული/ჯამური მოცულობაც (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024), რომელიც წარმოდგენილ საანალიზო პერიოდში 1 300.9 მლნ ლარს მიაღწია. დასახელებულის პარალელურად კი კაპიტალი 374.3 მლნ ლარის ოდენობით იქნა წარმოდგენილი, (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024).       

მეტი დეტალიზაციისათვის, ბაზარზე ოპერირებადი კომპანიების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: ალდაგი, ნიუ ვიჟენი, იმედი L, ბბ დაზღვევა, ჯი პი აი ჰოლდინგი, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი, ქართუ, გლობალ ბენეფიტსი, ირაო, თიბისი დაზღვევა, არდი, გრინ, ალფა, ტაო, ევროინსი, პრაიმი, პსპ, უნისონი (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024).  აღსანიშნავია, რომ თითოეულ კომპანიას საკუთარი კონკურენტული უპირატესობა და ბაზარზე ინდივიდუალური ნიშაც უკავია. აქვე ისიც, უნდა ითქვას რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე საბროკერო საქმიანობაც განაგრძობს განვითარებას და უახლესი მონაცემებით ბაზარზე 25 სუბიექტი ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ საშუამავლო საქმიანობის მიმართ ინტერესი მზარდია, რისი მარტივი ინდიკატორიც სწორედ რეგისტრაციის მსურველთა განაცხადების მზარდი მაჩვენებელიცაა (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024).

ევროკავშირის სადაზღვევო ბაზრის განვითარების ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის მრავალი ქვეყნისათვის.   ისტორიულად, ევროკავშირის ქვეყნებში სადაზღვევო ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული განსხვავებები აფერხებდა ინდუსტრიის განვითარებას, რაც თავის მხრივ წევრი ქვეყნების მიერ მარეგულირებელი დირექტივების მოთხოვნების ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანის მიზნით მიღებული ღონისძიებების შეფასების აუცილებლობას აჩენდა (Murashko, 2021). სადაზღვევო ბაზრის რეგულირების ძირითადი კომპონენტები მიმართულია მზღვეველების შესაძლო მომავალი კრიზისების პრევენციაზე. სადაზღვევო ბაზრის საპროგნოზო მაჩვენებლები, სადაზღვევო პრემიის განსხვავებული მაჩვენებლის მქონე ქვეყნების ანალიზი. ადასტურებს ევროკავშირის სადაზღვევო ბაზრის, როგორც მსოფლიოს უდიდეს ბაზრის რეგულირების აუცილებლობას და ამასთან, წევრი ქვეყნების მიერ ახალი გადახდისუნარიანობის II და IDD დირექტივების დანერგვის ეფექტურობას. აღნიშნულის თანახმად, ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში გადახდისუნარიანობის კრიზისის დროს საკანონმდებლო ბაზა ამცირებს სადაზღვევო კომპანიების სისტემურ რისკებს, რის შედეგადაც სადაზღვევო მომსახურების მომხმარებლები იღებენ  დადგენილ სადაზღვევო გადასახადებს, იმის გათვალისწინებით, რომ რისკები შენარჩუნეულია ოპტიმალურ დონეზე დროული გადახდების განსახორციელებლად. თუმცა, განხილულის პარალელურად Solvency II-ისა და IDD დირექტივებთან მიმართებით საგულისხმო ფაქტია  სადაზღვევო ბაზრის რეგულირებისა და კონცენტრაციის ხარისხი, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას მზღვეველების მიმართ ზედამხედველობის პოლიტიკის განხორციელებით (Murashko, 2021).

ბოლო 10 წლის ანალიზით, საინტერესო ტენდენციები იკვეთება რამდენიმე მიმართულებით: პირველ რიგში აღსანიშნავია, 2014 წლის შემდგომ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის შედარებით დამოუკიდებლად განვითარების მიმართულებით დაწყებული ძვრები, რაც გამოიხატებოდა იმ ფაქტორით რომ სწორედ დასახელებული წლის წინა პერიოდში, კონკრეტულად 2023 წელს ჯანმრთელობის სოციალური პროგრამების მართვის გადაცემა მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024). გამოკვეთილი ტრენდით სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება მომხმარებლებში ჯანმრთებლობის დაზღვევის პროგრამები, რაც მეტწილად გამოხატულია კორპორაციული  პაკეტებით, რაც რიცხობრივ ნაწილში ბაზრის უდიდეს წილს განაპირობებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და უნდა ითქვას რომ ამ მიმართულებით ჯანმრთელობის დაზღვევა 42%-იანი წილითაა წარმოდგენილი, რაც 447 მლნნ ლარს უტოლდება (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024). TOP 5 სექტორის ჭრილში შემდგომი მაქსიმალური მაჩვენებლით მას მოჰყვება სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევა 19%-იანი საბაზრო წილით, რაც რაოდენობრივ ჭრილში 205 მლნ ლარია; შემდგომ ქონება 126 მლნ ლარით ანუ 12%-იანი საბაზრო წილით, ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევა 7%-ითა და სიცოცხლის დაზღვევა 8%-იანი წილით, 90 მლნ ლარით. ეს უკანასკნელი, უმეტესწილად საბანკო პროდუქტებთან მიბმულ, დაკავშირებულ პროდუქტს უკავშირდება, თუმცა დამოუკიდებელ ნაწილშიც აქვს მომხმარებლების მხრიდან მოხმარებაც უშუალოდ ჯანმრთელობის დაზღვევის კომპონენტშიც (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024). ასევე, ბოლო წლებში იკვეთება სადაზღვევო სექტორში თანამედროვე, ჯანსაღი მართვის მექანიზმების დანერგვა. კერძოდ, აქცენტირებულია დამოუკიდებელი დირექტორების ინსტიტუტის შემოღება კომისიებსა და კომპანიებში (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2022). რაც ხელს უწყობს თანაბარ ინტერესებსა და გამჭვირვალობას. ასეთ რეფორმებს აქვს პირდაპირი კავშირი საერთაშორისო მარეგულირებელ პრაქტიკასთან და მომხმარებელთა დაცვის სტანდარტებთან.

მნიშვნელოვანია გაანალიზდეს საქართველოს სადაზღვევო ბაზრის საკანონმდებლო ასპექტები, რომელიც ამ ეტაპის მონაცემებით რამდენიმე ფუნდამენტური დოკუმენტით რეგულირდება. ესენია: „საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, საქართველოს კანონი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ, კანონი საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ.“ (სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024).  ამასთან აღსანიშანვია ის ფაქტიც, რომ სტანდარტულად სადაზღვევო საქმიანობის ჭრილში 3  ფუნდამენტურ საქმიანობის ტიპზე ხდება ლიცენზიის გაცემა. ჩამონათვალი შემდეგია: სიცოცხლის, არასიცოცხლის და გადაზღვევა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2013). შესაბამისად, ისიც უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრულია შევსებული კაპიტალის კონკრეტული მაჩვენებელი თითოეული ზემოჩამოთვლილისათვის. განაწილებას კი შემდეგი სახე აქვს: სიცოცხლის დაზღვევა 7,2 მლნ. ლარი, დაზღვევა - არასიცოცხლის 4,8 მლნ. ლარი, გადაზღვევა 7,2 მლნ. ლარი. (სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024). სადაზღვევო საქმიანობის დასაწყებად, როგორ წესი, მიმართვა ხდება საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის სახელზე,  სადაც გარდა ტექნიკური ტიპის საბუთებისა (როგორიცაა: განაცხადი, მოთხოვნა, წესდება და ა.შ) აუცილებელია წარდგენილ იქნას მინიმალური კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინფორმაცია კაპიტალის წარმოშობის შესახებ და ასევე, 3 წლის საქმიანობის ბიზნესგეგმა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2004).

აღნიშნული დოკუმენტები, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად და საინტერესოდ შეიძლება იქნას მიჩნეული, რაც თავის მხრივ ზოგადი თვალსაზრისით გავლენას ახდენს მომხმარებლების მხრიდან ჩამოყალიბებულ ნდობის ფაქტორზე და განაპირობებს მათი უფლებების დაცულობას, რაშიც უდიდესი როლი სწორედ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს აქვს. აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო პროდუქტების კომპლექსურობის გათვალისწინებით არსებობს მრავალი ფაქტორი რომელსაც დარგის მოთამაშეებზე აქვს გავლენა, ამიტომ კომპანიის მოქნილობა არის ის საკითხი, რაზეც მან აუცილებლად უნდა იზრუნოს. ამასთან,  ისევე, როგორც მსოფლიოში, ქართულ რეალობაშიც არსებული არაპროგნოზირებადი გარემო კიდევ უფრო მეტად ზრდის დაზღვევის აუცილებლობას ზოგადი რისკებისა და ფინანსური ზარალების/დანაკარგების თავიდან ასარიდებლად/შესამცირებლად. სწორედ, დასახელებულის პარალელურად იზრდება მარეგულირებლის როლიც  (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024).. ამ ეტაპის უახლესი მონაცემებით ბაზრის გადახდისუნარიანობა სკამაოდ დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი და ის 179%-ს უტოლდება  (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024).. ამ მაჩვენებლით კონკრეტულად რომ განვმარტოთ გამოსახულია საზედამხედველო კაპიტალის ზედმეტობა. განხილულის პარალელურად ისიც უნდა ითქვას, რომ მარეგულირებლის მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია, რაც მათ შორის იმითაც დასტურდება რომ რიგ შემთხვევებში მზღვევლებს ანუ სადაზღვევო კომპანიებს უწევთ რომ მინიმსლური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მოახდინონ კაპიტალში დამატებითი ინვესტირება. საგულისხმოა, რომ დისკონტირებული აქტივების წილი ჯამურ მაცვენებლში შემცირების ტენდენციით გამოიღცევა დღიდან საზედამხედველო მოთხოვნების დაწესებისა  (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024).  ამასთან სამსახური აგრძელებს Solvency II-თან შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებას და არსებული ბაზის ჰარმონიზაციის პროცესს  (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, 2024).

დასკვნა

ბოლო წლებში არსებული პროგრესის და საერთაშორისო პრაქტიკის კომპონენტების იმპლემენტაციის მიუხედავად, ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც აფერხებს ბაზრის განვითარებას. აღნიშნულის პარალელურად არსებობს რიგი ფაქტორები, რასაც კომპანიების, მზღვეველების და და ზოგადი თვალსაზრისით, სექტორის ყველა მონაწილის ზრდის პერსპექტივაზე გავლენა აქვს.  ამასთან, საზოგადოების ცნობიერება სადაზღვევო პროდუქტების მიმართ ჯერ კიდევ არ არის სათანადო დონეზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა სექტორისთვის.  საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრია გრძელვადიანად მზარდია და უკვე აჩვენებს სტაბილურობას, თუმცა ბაზრის მასშტაბი მცირეა და რეფორმების საჭიროებაც იკვეთება. ბოლო წლებში განხორციელებულმა რეგულაციებმა მკვეთრად გაზარდეს სექტორის გამჭვირვალობა და საერთაშორისო მოთხოვნილებებთან დაახლოების ხარისხი. ჯანდაცვის სექტორი კვლავ რჩება  გამოწვევად დაფარვის თვალსაზრისით. გარდამავალ ეტაპს განეკუთვნება სავალდებულო ავტომობილების დაზღვევა და სხვა თემატური სეგმენტები, რაც გაზრდის ბაზრის და ფინანსურ მდგრადობას. სამომავლოდ, სექტორის პერსპექტივები უკავშირდება დიგიტალიზაციას, სიღრმისეულ სადაზღვევო პროდუქტებს და მომხმარებლების გაძლიერებულ დაცვის სტრატეგიას ახალი ციფრული და საგანმანათლებლო მიდგომებით.

აღსანიშნავია, რომ ბაზრის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა მარეგულირებლის წინაშე მდგარი ერთ-ერთი საკითხია. დღევანდელ საქართველოს მოსახლეობაში მხოლოდ რიგი პროდუქტები სარგებლობენ პოპულარობით. სხვა შემთხვევაში ადამიანები არ ფლობენ ინფორმაციას მათთვის მნიშვნელოვანი დაზღვევის შესახებ. თავის მხრივ დასახელებული საკითხი, როგორც ბიზნესის ასევე ზედამხედველობის სამსახურისთვის გამოწვევაა.

ცალსახაა, რომ სექტორის ფუნქციონირებაში მარეგულირებლის როლი საკმაოდ დიდია, რაც განპირობებულია ბაზრის და რისკის სპეციფიკით, შესაბამისად დირექტივების, ნორმების, საქმიანობის სპეციფიკის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა ცვალებად გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ზედამხედველობა ამ მიმართულებით შესაბამის აქტივობებს და ქმედით ნაბიჯებს ახორციელებს, თუმცა მნიშვნელოვანია გაიზომოს როგორია გავლენის ხარისხი და ამასთან გავლენა კომპანიების ფინანსურ ზრდაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. (2025). სამსახურისშესახებ. Retrieved from insurance.gov.ge: https://insurance.gov.ge/ka/News/ dazghvevis_dghe#:~:text=1997%20წლის%202%20მაისს%20ხელი, წლის%202%20 მაისს% C2%A0%20 პირველად%20აღინიშნა 

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. (2022). საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. Retrieved from insurance.gov.ge: https://insurance.gov.ge/Statistics.aspx/ News/ parlamentshi _sakartvelos_dazghvevis _sakhelmtsifo_ zedamkhedvelobis_samsakhuris_ sametvalkureo_sabchos _skhdoma_ gaimarta#:~:text=ირაკლი%20კოვზანაძის%20თქმით%2C%20მნიშვნელოვანია%2 C%20სადაზღვევო, საბიუჯეტო %20 კომიტეტი 

ვერულავა, თ. (2018). დაზღვევისისტორიაhttps://dspace.tsu.ge/bitstream/handle/123456789/696/დაზღვევის% 20 ისტორია. pdf? sequence=1&isAllowed=y

ვერულავა, თ., ჯარიმი, ლ., იმნაძე, პ., ჯორბენაძე, რ., ხიშტოვანი, გ., & ჯაყელი, კ. (2015). ჯანდაცვისპოლიტიკადადაზღვევა. http://eprints.iliauni.edu.ge/6388/1/კრებული_2015_სრული.pdf.

ვერულავა, თ., & ბიბილეიშვილი, მ. (2016). http://eprints.iliauni.edu.ge/4059/1/ჯანმრთელობის _სოციალური_დაზღვევის_მართული_კონკურენციის__მოდელი_და_საქართველოს_რეფორმები.pdf

მაცნე, ს. ს. (2004, 12 23). კანონიმაუწყებლობისშესახებ. Retrieved from matsne.gov.ge: https://matsne.gov.ge/ ka/document/view/32866?publication=63 

მაუწყებელი, ს. ს. (2018). სსიპსაზოგადოებრივიმაუწყებლის“ 2018-2021წლებისპროგრამულიპრიორიტეტები. Retrieved from 1tv.ge: https://cdn.1tv.ge/app/uploads/2018/06/2018-2021-wlebis-programuli-prioritetebi-1--1529677431.pdf 

ჟვანია, გ. (1990). ქართულიდოკუმენტურიკინო. თბილისი: "ხელოვნება".

Juel, H. (2006). Defining Documentary film. POV A Danish Journal of FIlm Studies, 5-15.

Nichols, b. (2017). Introduction to documentary. USA: Indiana university press.

Entman, R. M. (1993). Framing: Toward Clarification of a Fractured Paradigm. Journal of Communication, 51-58.

Murashko, O., Havrylyuk, R., Operuk, V., Zhuvahina, I., Chornovol, A., & Andriyenko, M. (2021). ECONOMIC AND LEGAL ASPECTS OF EU INSURANCE MARKET DEVELOPMENT. https://www.proquest.com/ docview/2565225936/fulltextPDF/ F5289293D96E4460PQ/1?accountid=143042.

Maier, M., Carlotto, H., Saperstein, S., Sanchez, F., Balogun, S., & Merritt, S. (2020). Improving the Accuracy and Transparency of Underwriting with Artificial Intelligence to Transform the Life-Insurance Industry. https://www.proquest.com/docview/2451174428/fulltextPDF/1C441E3D6BB54014PQ/1?accountid=143042. 

Deborah L., L., & Deborah L., S. (2015). Risk Management in the Insurance Industry: A Comparison of Solvency II to U.S. Insurance Regulations. https://www-jstor-org.ezproxy.iliauni.edu.ge/stable/pdf/43574415.pdf?refreqid=excelsior% 3A35476af5 df6e303075ab16215e55f2a6&ab_segments=&origin=&acceptTC=1. 

VERULAVA, T., & JORBENADZE, A. (2021). CONTEXT AND ISSUES OF SOCIAL HEALTH INSURANCE INTRODUCTION IN GEORGIA. https://umbalk.org/wp-content/uploads/2021/09/09.CONTEXT-AND-ISSUES-OF-SOCIAL-HEALTH-INSURANCE.pdf. 

Hall, M. A. (2014). The Latest Legal Challenges to Insurance Market Reforms. https://www-jstor-org.ezproxy.iliauni.edu.ge/stable/44159042?seq=1#metadata_info_tab_contents.

Yang, W. (2021). Service Innovation of Insurance Data Based on Cloud Computing in the Era of Big Data. https://resolver-ebscohost-com.ezproxy.iliauni.edu.ge/openurl?sid=EBSCO%3aedb&genre=article&issn=10762787&ISBN=&volume=&issue=&date=20210723&spage=1&pages=1-10&title=Complexity&atitle=Service+Innovation+of+Insurance+Data+Based+on+Cloud+Computing+in+the+Er.

Hardwick , P., & Dou, W. (2006). The Competitiveness of EU Insurance Industries. https://www-tandfonline-com.ezproxy.iliauni.edu.ge/doi/pdf/10.1080/02642069800000003?needAccess=true.

Goovaerts, M., De Vylder, F., & Haezendonck, J. (1986). Insurance and Risk Theory. https://link.springer.com/book/10.1007/978-94-009-4620-0.

Porrini, D. (2015). Risk Classification Efficiency and the Insurance Market Regulation. https://www.mdpi.com/2227-9091/3/4/445.

Kočović, J., Koprivica, M., & Paunović, B. (2017). INITIAL EFFECTS OF SOLVENCY II IMPLEMENTATION IN THE EUROPEAN UNION. https://scindeks-clanci.ceon.rs/data/pdf/0353-443X/2017/0353-443X1708436K.pdf.

OECD. (2023). Global Insurance Market Trends 2023 . https://doi.org/10.1787/e141d5ff-en: OECD.

Verulava, T. (2023). Managed Competition and Health Insurance Reforms in Georgia. https://www.researchgate. net/profile/Tengiz- Verulava/publication/370161825_Managed_ Competition_and_Health_Insurance_Reforms_in_ Georgia/ links/6442f64a017bc07902cdc683/Managed-Competition-and-Health-Insurance-Reforms-in-Georgia.pdf.

Deloitte. (2020). Impact of COVID-19 on the insurance industry . https://www2.deloitte.com/ie/en/pages/covid-19/articles/impact-COVID-19-insurance-industry.html.