![]() ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ![]() |
|
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘
შმაგი ბუცხრიკიძე ∘
მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია: გამოწვევები და მოსალოდნელი ცვლილებები ტექნოლოგიებში აბსტრაქტი სტატიაში დასაბუთებულია მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მნიშვნელობა თანამედროვე ეკონომიკის განვითარებაში. ასევე, განხილულია მისი მამოძრავებელი ტექნოლოგიები და ინოვაციები. ნაშრომი იძლევა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ყოვლისმომცველ მიმოხილვას, იკვლევს ისტორიულ კონტექსტს, ტექნოლოგიურ საფუძვლებს და მის მრავალგანზომილებიან გავლენას ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებზე. სტატიაში განხილულია მონაცემების, როგორც კრიტიკული აქტივის, როლი ციფრულ ეპოქაში, კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა მმართველობისა და ციფრული ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად. სტატია ამტკიცებს, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია ზრდისა და წინსვლის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა, თუმცა, ასევე, მოითხოვს მთავრობებს, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობით ძალისხმევას, რათა სარგებელი სამართლიანად იყოს გადანაწილებული და შეესაბამებოდეს გრძელვადიანი საზოგადოებრივი განვითარების მიზნებს. ნაშრომი ეყრდნობა კვლევის სხვადასხვა თეორიულ-მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტს, გამოყენებულია ანალიზის, სინთეზის, შედარების, ფაქტორული და სხვა მეთოდი. საქართველოს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის კომპონენტების გავრცელების ხარისხის გამოსავლენად ჩატარებულია რაოდენობრივი კვლევა Google Form ონლაინ კითხვარის საშუალებით. რესპონდენტების გამოკითხვით გამოკვეთილია მოსახლეობის ინფორმირებულობა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისა და მისი კომპონენტების შესახებ, გამოვლენილია მისი როლი და გამოყენების სიხშირე როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე სასწავლო და პროფესიული მიზნებისათვის. ნაშრომში მოცემულია დასკვნები მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციით გამოწვეულ შედეგებზე, მოსალოდნელი ცვლილებების გათვალისწინებით შემოთავაზებულია რეკომენდაციები. საკვანძო სიტყვები: მეოთხეინდუსტრიული რევოლუცია, ინოვაციური ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადი განვითარება. |