![]() ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ![]() |
|
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘
ვახტანგ ბურდული ∘
რეგიონებში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების მდგომარეობა და არსებული ეკონომიკური სირთულეები DOI: 10.52340/ekonomisti.2025.03.01 რეზიუმე სტატიაში წარმოდგენილია ინოვაციების ტიპების კლასიფიკაციის ზოგიერთი ელემენტი, ასევე ინოვაციების გავრცელების კოორდინაციის მექანიზმები. განხილულია თანამედროვე პერიოდში ინოვაციების დანერგვის რამდენიმე ძირითადი მიმართულება. შემდეგ განხილულია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების კოორდინაციის მდგომარეობა, ასევე, საბაზისო ინოვაციური ტექნოლოგიების გავრცელების მდგომარეობა საქართველოს რეგიონებში, გამოვლენილია გარკვეული სირთულეები და დასახულია მათი დაძლევის გზები. სისტემატიზებულია საქართველოს ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების რეგიონული კომპონენტები და ნაჩვენებია მათი გამოყენების მდგომარეობა რეგიონებში. უკანასკნელ დანაყოფში განხილულია ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესში არსებული ეკონომიკური სირთულეები და მათი დაძლევის რამდენიმე გზა. საკვანძო სიტყვები: ინოვაციების გავრცელება, საბაზისო, გასაუმჯობესებელი და ფსევდოინოვაციები, ინოვაციური კლასტერი, ტექნოლოგიური პარკი, სტარტაპები. |