![]() ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ![]() |
|
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘
ზვიად გაბროშვილი ∘
ბენჩმარკ ობლიგაციების აგების მოდელირება სახელმწიფო ვალის მოდელებისთვის რეზიუმე ნაშრომში განხილულია ბენჩმარკ ობლიგაციების მოდელირება სახელმწიფო ვალის მდგრადობისთვის და შესაბამისად მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. ხაზგასმულია ბენჩმარკების მნიშვნელობა ფინანსური განვითარებისთვის და ამასთან ყურადღება გამახვილებულია მათ რისკებზე. რისკების მართვისთვის მნიშვნელოვანი ამ ტიპის ფინანსური ინსტრუმენტების მოდელირებაა. ამის ერთ-ერთი მეთოდია ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება და სიმულაციები, რომელიც გვხვდება თანამედროვე ფინანსური და მაკროეკონომიკური ანალიზის მეთოდებში. ნაშრომში განხილულია მაგალითი და მცირე მოდელი, რომელიც მიახლოებულია რეალობასთან, რომელიც ახდენს ბენჩმარკის აგების სიმულაციას. ნაშრომში შეთავაზებულია გზები, თუ როგორ არის შესაძლებელი ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პარადიგმით ცალკეული ფასიანი ქაღალდების მოდელირებით ბენჩმარკების აგების სიმულაციის განხორციელება. შესაბამისად შემუშავდა საბაზისო მეთოდი, რომლის დახმარებითაც ხდება ზემოთხსენებული სიმულაციური ანალიზი. აღნიშული საბაზისო მეთოდის დახვეწის შემდეგ შესაძლებელია უფრო რეალობასთან ახლო სიმულაციების მიღება და შესაბამისად მათი დანერგვა სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზის ჩარჩოებში. საკვანძო სიტყვები: სახელმწიფო ვალის მდგრადობა, ბენჩმარკ ობლიგაციები, ეკონომიკური მოდელირება, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება JEL კლასიფიკაციის კოდები: C61, H63, E44 |