English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ნაზირა კაკულია მალხაზ ჩიქობავა ვალერი არღუთაშვილი დავით ამაშუკელი
ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ისტორიული მიმოხილვა და მისი სინერგია ინდუსტრიალიზაციის ფენომენთან

DOI:10.52340/ekonomisti.2025.04.04

ანოტაცია. ნაშრომში შესწავლილი იქნა „ცირკულარული ეკონომიკის“ ცნების ინტერპრეტაციების მრავალფეროვნება და გამოიკვეთა მისი ჩამოყალიბების ძირითადი მიდგომები. კვლევის  მიზანია სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შეფასების სხვადასხვა მეთოდოლოგიური მიდგომის ანალიზი, რაც აუცილებელია შეფასების ახალი ინსტრუმენტის შემდგომი შემუშავებისა და ტესტირებისთვის ასევე ქართულენოვან წყაროებში ცირკულარული ცნების მეთოდოლოგიური მიდგომის სუსტი და არასაკმარისი დამუშავების შემცირება.

საკვანძო სიტყვები: ცირკულარული ეკონომიკა, მდგრადი განვითარება, ნარჩენების გადამუშავება 

შესავალი 

წელს გამოიცა ბრუნდტლენდის ანგარიში, რომელიც ცნობილია, როგორც "ჩვენი საერთო მო­მა­­ვალი" (Our Common Future). ანგარიში  გამოიცა გარემოსა და განვითარების მსოფლიო კომისიის მიერ (WCED) და სახელი დაერქვა კომისიის მაშინდელი თავმჯდომარის ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის გრო ჰარლემ ბრუნდტლენდის საპატივსაცემოდ. ამ ანგარიშში  პირველად განიმარტა მდგრადი განვითარება ოფიციალურად და ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა მდგრადი განვითარების დღეს არსებული აღქმას.

ჯენგ ფუსა და  სარკის ჰუს მიხედვით (Geng Y., Fu J., Sarkis J., Xue B., 2012) ცირკულარული ეკონომიკის შეფასების ინდიკატორების ყველაზე ადრეული ცნობები გვხვდება ჩინეთის  სამეცნიერო ლიტერატურაში. პირველი ინდიკატორის სისტემა არის „…დაფუძნებული 3R პრინციპებზე და შექმნილია ცირკულარული  ეკონომიკის გამოყენების ხელშეწყობისთვის, პრაქტიკის საერთო ეფექტურობის შესაფასებლად და პროცესების მხარდასაჭერად…“  ; ვალტერ სტაჰელის (Walter R. Stahel) მოდელი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში  გავრცელებულ  ერთ-ერთი პირველ ცირკულარული ეკონომიკის შემსწავლელ მოდელს, რომელიც მართალია სრულიად თეორიული სახით ქონდა წარმოდგენელი და იმ დროისთვის პრაქტიკული ახსნა არ გააჩნდა.

კენეტ ბოულდინგის - (Kenneth Boulding) 1966 წელს გამოქვეყნებულ მოდელში, სწორხაზოვან და ცირკულარულ ეკონომიკებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებებზეა საუბარი სადაც დედამიწა განხილულია როგორც ჩაკეტილი და წრიული სისტემა შეზღუდული რესურსებით. ავტორი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს შენარჩუნების თანხვედრით, რაიმე წონასწორული წერტილის აღმოჩენა. ეს მოდელი ბოულდინგის წონასწორული წეტილის მიღწევის იდეალისტური ვარიანტია.

 ბი ჯონსონის ე.წ. „5R“-ის მოდელი B. Johnson\\\\\'s so-called "5R" model (Refuse Reduce, Reuse, Recycle, Rot ). ცირკულარულ  ეკონომიკას შეუძლია მდგრადი განვითარების მთავარ მოდელად იქცეს;

ჯ. გუო-განგმა (J., Guo-gang, 2012) - მკვლევარმა წარმოადგინა ცირკულარული ეკონომიკის განვითარების დონის შეფასების ინდექსური სისტემა, რომელიც შედგება 16 ინდიკატორისაგან, რომლებიც გაერთიანებულია ოთხ ჯგუფად:

  • მოხმარება (წყლის მოხმარება მილიონ მშპ-ზე, წყლის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე, წყლის გამოყენების ელასტიურობა, ენერგიის მოხმარება  მშპ-ზე);
  • გარემოსდაცვითი დარღვევები (სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების სტანდარტები, საყოფაცხოვრებო ნარჩენების უვნებლობის დონე, სათესი ფართობის ერთეულზე ქიმიური სასუქების შეტანა);
  • ნარჩენების გადამუშავება (მოსახლეობის ერთ სულზე მუნიციპალური ჩამდინარე წყლების დასუფთავება, მყარი სამრეწველო ნარჩენების გამოყენების კომპლექსური მაჩვენებელი, რესურსების უტილიზაციის ქსელის დაფარვა, „სამი ნარჩენის“ უტილიზაციის მაჩვენებელი);
  • სოციალური განვითარება (მშპ მოსახლეობის ერთ სულზე, ურბანიზაციის დონე, უმუშევრობის დონე, მშპ-ის ზრდა);

2012 წელს მეცნიერთა ჯგუფმა იუ გენგის ხელმძღვანელობით (Geng Y., Fu J., Sarkis J., Xue B.), შეფასებისთვის ორ ჯგუფად დაყოფილი ინდიკატორების სისტემის გამოყენება შემოგვთავაზა:

  • მაკრო დონე (22 მაჩვენებელი);
  • ინდუსტრიული პარკი (12 მაჩვენებელი).

****

2013 წელს, ჩინეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ (MEP-Ministry of Environmental Protection) ცირკულარული  ეკონომიკის შეფასების სისტემა მეზოდონეზე დაფუძნებულია 21 ინდიკატორზე, რომელიც დაყოფილია ოთხ ჯგუფად: ეკონომიკური განვითარება, ნარჩენების გადამუშავება, დაბინძურების კონტროლი, ადმინისტრირება და მართვა .

2015 წელს რუიტერმა (C., Ruiter, 2015) შემოგვთავაზა „ცირკულარული  ეკონომიკის ეფექტიანობის ინდექსი“ («The Circular Economy Performance Index»), ჩარჩო შედგება ცირკულარული  ეკონომიკის ეფექტიანობის 25 საკვანძო ინდიკატორისგან (Key Performance Indicator, KPI),

 ჰეშმატი (Almas, Heshmati, 2016)თავის 2015 წლის ნაშრომში „მიმოხილვა ცირკულარული ეკონომიკისა და მისი დანერგვის შესახებ“, ავტორი ახორციელებს 40-ზე მეტი ემპირიული კვლევის შედარებით ანალიზს ცირკულარული ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და მეწარმეობის შესახებ . 2015 წელს „ევროკავშირის რესურსების ეფექტიანობის ტაბლოზე“ («EU Resource Efficiency Scoreboard 2015») წარმოდგენილია „...ეკონომიკის ცირკულარობის შეფასების სისტემა 32 ინდიკატორის გამოყენებით;

2015 წელს ელენ მაკარტურის ფონდმა, Granta Design-მა და LIFE-მა (Ellen MacArthur Foundation, Granta Design и LIFE) შეიმუშავეს „მასალების ციკლურობის ინდიკატორი“ („Material Circularity Indicator“, MCI), რომელიც წარმოდგენილი იყო ნაშრომში „ციკლურობის ინდიკატორები: ციკლურობის გაზომვისადმი მიდგომები“ («Circularity Indicators: An Approach to Measuring Circularity. Methodology»)

                

სადაც: LFI - წრფივი ნაკადის ინდექსია, რომელიც გამოითვლება, როგორც ახალი ნედლეულის მოცულობის ჯამი პროდუქტის შემადგენლობაში და წარმოების არააღდგენადი ნარჩენების მოცულობა, გაყოფილი გაორმაგებული პროდუქციის საერთო მოცულობაზე;  F(X)- პროდუქციის გამოყენების კოეფიციენტი, რომელიც წარმოდგენილია, როგორც სარგებლიანობის X ფუნქციის სახით].

2016 წელს  ვერბიკის (L.H., Verbeek, 2016) მიერ შემოთავაზებული იქნა „ცირკულარული ეკონომიკის იდექსი სამომხმარებლო საქონლის სექტორისათვის“ («A Circular Economy Index for the consumer goods sector»,), რომელიც აფასებს ჩაკეტილი ციკლის ბიზნეს-მოდელს KPI (Key Performance Indicators) მიდგომების გამოყენებით იმ მაჩვენებლების მიხედვით, რომლებიც ეხება პროდუქციის მოხმარებას.

2018 წელს მდგრადი განვითარების მსოფლიო საქმიანი საბჭო (World Business Council For Sustainable Development, WBSCD) ანგარიშგებაში „წრიული მეტრიკის ლანდშაფტური ანალიზი“ («Circular Metrics Landscape Analysis») გამოყოფს ცირკულარული ეკონომიკის შეფასების კიდევ სამ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს:

სასიცოცხლო ციკლის შეფასება (The Life Cycle Assessment, LCA) - ეს არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების მეთოდი, რომელიც უკავშირდება პროქუდციის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპს, დაწყებული ნედლეულის მოპოვებიდან და დამთავრებული უტილიზაციამდე; ეს წარმოადგენს არაპირდაპირ ინსტრუმენტს, რომელიც გამოიყენება ცირკულარულ  ეკონომიკაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ე.წ. „სასიცოცხლო ციკლის ანალიზი“ უკიდურესად მნიშვნელოვანია;

ცირკულარული  ეკონომიკის ინსიტრუმენტები (The Circular Economy Toolkit, CET) - ეს არის შეფასების მეთოდი, რომელიც განსაზღვრავს და აფასებს პროდუქტების ციკლურობის პოტენციურ გაუმჯობესებას და, შესაბამისად, ასევე დაკავშირებულია სასიცოცხლო ციკლის ანალიზთან.  აღნიშნული ონლაინ-ტესტი ქულების გარეშე, რომელიც მოიცავს 33 კითხვას, შემუშავებული იქნა კემბრიჯის უნივერსიტეტში. კითხვები დაყოფილია 7 ქვეკატეგორიად პროდუქტის/მომსახურების სასიცოცხლო ციკლის ეტაპების მიხედვით. წარმოდგენილია ვებ-გვერდის სახით და უზრუნველყოფს სამ კატეგორიად (დაბალი, საშუალო, მაღალი) სტრუქტურირებულ ხარისხობრივ შეფასებას;

გრიფიტისა და კაიზერის (Griffiths P., Cayzer, S., 2016) წრიული ეკონომიკის ინდიკატორი აფასებს ციკლური პროდუქციის მწარმოებლურობას. შემუშავებულია MS Office Excel-ის გამოსათვლელი ფუნქციის საფუძველზე, შეფასების ქულობრივი სისტემის ანკეტების გამოყენებით, რომელიც შედგება თხუთმეტი შეკითხვისგან, გამოყოფილი სასიცოცხლო ციკლის 5 ეტაპისგან, კერძოდ: დაპროექტება და ხელახალი დაპროექტება; წარმოება; კომერციალიზაცია; გამოყენება და სიცოცხლის დასრულება. წარმოდგენილია ელექტრონული ცხრილის სახით Excel-ის ფაილში და იძლევა რაოდენობრივ შეფასებას, გაზომილს %-ში.

ევროპის აკადემიების სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს ანგარიშში (European Academies’ Science Advisory Council , EASAC);

2016 წელი  -  „წრიული ეკონომიკის ინდიკატორები“ (Indicators for a circular economy), მოცემულია სხვადასხვა მეთოდიკის მიმოხილვა, რომელიც უშვებს ცირკულარული ეკონომიკის შესაფასებლად შესაფერისი ინდიკატორების ნაწილობრივი ან სრული გამოყენების საშუალებას, მათ შორისაა:

UNDP-ის მდგრადი განვითარების ინდიკატორები, UNDP-ის(United Nations Development Programme) მდგრადი განვითარების მიზნები, გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (The Global Reporting Initiative, GRI) ინდექსები; (Chikobava M., Kakulia N., Lazarashvili T., 2025)

გარემოსდაცვითი მუშაობის ინდექსი (Environmental Performance Index, EPI), გარემოსდაცვითი მდგრადობის ინდექსი (Environmental Sustainability Index, ESI),

„მწვანე წიგნის“ მონაცემები (Green Book), OECD-ის მწვანე ზრდის ინდიკატორები, ანგარიშის მატერიალური ნაკადი ანგარიშები (Economy-wide material flow accounts, EW-MFA).

2018 წელს ნედლეულის თაობაზე ევროკავშირის ინიციატივას (Raw Materials Initiative) 10 წელი შესრულდა. ეს სტრატეგია ეფუძნება მდგრადი ნედლეულის წყაროების გამოყენებას და მათ წარმოებას გლობალურ ბაზრებზე, ასევე რესურსების გამოყენების ეფექტიანობასა და მეორადი ნედლეულის მიწოდებას;

Raw Materials Scoreboard 2018» (2018 წლის ნედლეულის ტაბლო) წარმოადგენს ევროპული საინოვაციო პარტნიორობის EIP (European Innovation Partnership) ინიციატივა ნედლეულის შესახებ. მასში წარმოდგენილია მონიტორინგის აქტუალური და საიმედო ინფორმაცია, რომელიც ინფორმაციას აწვდის მთავრობას, დარგებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს EIP-ის მთავარი მიზნების შესაბამისად; მისი გამოქვეყნება ხდება ყოველ ორ წელიწადში (2018 წ. - სერიის მეორე გამოცემაა) შეფასების სისტემაში შედის 6 ინდიკატორი, რომლებიც დაჯგუფებულია ხუთ თემატურ ბლოკში: ნედლეულის გლობალურ კონტექსტში, კონკურენტუნარიანობა და ინოვაცია, მოპოვებისათვის ჩარჩო პირობები, ცირკულარული ეკონომიკა და გადამუშავება, ეკოლოგიური და სოციალური მდგრადობა.

ევროპული ქვეყნების დაგროვილი გამოცდილება ცირკულარული ეკონომიკის შეფასების სფეროში ასახულია სხვადასხვა დოკუმენტებში (Resource Efficiency Scoreboard, 2015; The Raw Materials Scoreboard, 2018)

ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მონიტორინგის სისტემა (Monitoring framework for the circular economy, 2018), რომელიც რეგულარულად ტარდება და შემუშავებულია ევროკომისიისა და ევროსტატის მიერ 2015 წლიდან, მოიცავს ათ ინდიკატორს, რომლებიც, ერთი მხრივ, გამოირჩევიან სიმარტივით, ხელმისაწვდომობით და ინფორმაციულობით და, მეორე მხრივ - ძირითადი ამოცანების მიღწევის მაქსიმალური ასახვით. ისინი დაყოფილია 4 ბლოკად, რომლებიც შეესაბამება რესურსი/პროდუქტი/მომსახურების სასიცოცხლო ციკლის სტადიებს:

 „ცირკულარული ეკონომიკის ინდიკატორების“ («Indicators for a Circular Economy», 2018) ანგარიშში მკვლევარები აანალიზებენ ცირკულარული ეკონომიკის მაჩვენებლებს სამ - მაკრო-, მეზო- და მიკრო- დონეზე, მათ შორის, მაგალითად, ნედლეულზე ხარჯებს (Raw Material Consumption, RMS), გვთავაზობენ მასალების სისტემურ ანალიზს (Material System Analysis, MSA), მატერიალური ნაკადის მონიტორინგს (The material flow monitoring, MFM+), რესურსული კვალის ინდიკატორს (CEENE), WEEE (Waste Electrical and Electronic Equipment Directive) მენეჯმენტს და სხვ., სულ, მათი საერთო რიცხვი აღწევს 18-ს. თუმცა, არ არსებობს ერთიანი შეფასების სისტემა, ეს ინდიკატორები მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი ინსტრუმენტები (Kakulia N., Tkemaladze I.,, 2023).

2019 წელს მკვლევართა ჯგუფის - ზ. შტეიმანის, მ. ხუნბრეგტის, მ. რეინდერსბის  (Steinmanna Z.J.N., Huijbregtsa M.A.J., Reijndersb L., 2019) მიერ შემოთავაზებული იქნა მასალის ხარისხის ცირკულირების (Qc) მაჩვენებელი, სადაც მრიცხველი გამოსახავს ენერგიის წმინდა ეკონომიას პირველადი მასალის გადამუშავების წყალობით (მეგაჯოული/კგ), ხოლო მნიშვნელი - ხორცშესხმული ენერგია 1 კგ პირველად მასალაზე (მეგაჯოული/კგ), რომელიც შეიძლება მივაკუთვნოთ მიკროდონეზე ცირკულარული ეკონომიკის შეფასების მაჩვენებლებს (Kakulia, N.; Tvalodze, S.;, 2025)

2019 წელს  ზააკმა (Zajac P., 2019) შემოგვთავაზა „ცირკულარული  ეკონომიკის ინდიკატორების“ შეფასების სისტემა («Circular Economy Indicators»), რომელიც მოიცავს 25 მაჩვენებელს, დაშლილს 7 ჯგუფად;

რაზმინენეს და მ. ტვარონავიჩენეს (Razminene K., Tvaronavichene M., 2018). ნაშრომში შემოთავაზებულია კლასტერის ეფექტიანობის შეფასების საინტერესო ინსტრუმენტი ცირკულარულ ეკონომიკასთან მიმართებაში, რომელიც იძლევა ეროვნულ დონეზე კლასტერების შეფასების საშუალებას. გამოყენებულია 15 ინდიკატორი, რომლებიც დაჯგუფებულია ოთხ სფეროდ;

2019 წელს მეცნიერთა ჯგუფმა (Saidani Michael, Yannou Bernard, Leroy Yann, Cluzel François, Kendall Alissa, 2019) შეისწავლა ცირკულარული ეკონომიკის შეფასების 55-ზე მეტი განსხვავებული მიდგომა. (Chikobava M., Kakulia N., Lazarashvili T.,, 2025) (Tkemaladze, I., 2023), (Nazira Kakulia, Valeri Arghutashvili, 2021) 

ცირკულარული ეკონომიკის შეფასების მეთოდების შედარებითი ანალიზი 

შემუშა-ვების წელი

სახელწოდება

ავტორი

 

შეფასების

ინდიკატორების რაოდენობა

სრული

ინგლისურად

ქართულად

2006

The Life Cycle Assessment

სასიცოცხლო ციკლის შეფასება (LCA)

-

-

2007

The Regional Circular Economy Index System

რეგიონული ცირკულარული ეკონომიკის (RCI)

-

3

2011

Regional Circular Economy Development index

რეგიონული ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ინდექსი

J. Guo-Gang

 

16

2012

Material flow analysis to evaluate Circular economy

მასალის ნაკადის ანალიზი ცირკულარული ეკონომიკის შესაფასებლად

(MFA)

Geng Y., Fu J.,

Sarkis J., Xue B.

 

34

2013

Ministry of Environmental

Protection CE indicator

system

გარემოს დაცვის სამინისტროს ცირკულარული ეკონომიკის ინდიკატორების სისტემა

(MEP)

Su B. W. et al.

 

21

2015

The Circular Economy Performance Index

ცირკულარული ეკონომიკის შესრულების ინდექსი

Ruiter C.

 

25

2018

The Resource Efficiency Scoreboard

რესურსების ეფექტიანობის  ტაბლო

Eurostat

European Commission

32

2019

The Material Circularity Indicator

მასალის ციკლურობის ინდიკატორი  (MCI)

Ellen MacArthur Foundation, Granta Design და LIFE

2

2020

Circular Economy Index for the consumer goods sector

ცირკულარული  ეკონომიკის ინდექსი სამომხმარებლო საქონლის სექტორისთვის

L.H. Verbeek

25

2021

The Circular Economy Toolkit

ცირკულარული ეკონომიკის ინსტრუმენტები (CET)

კემბრიჯის უნივერსიტეტი

 

33

2022

The Circular Economy Indicator Prototype

ცირკულარული ეკონომიკის ინდიკატორის პროტოტიპი (CEIP)

Griffiths, P.

Cayzer, S.

15

2023

Raw Materials Scoreboard 2018

სანედლეულო მასალების ტაბლო

EIP

26

2024

Monitoring Framework for the circular economy

ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მონიტორინგის სისტემა

ევროპული კომისია და ევროსტატი

10

2024

Indicators for a Circular Economy

ცირკულარული ეკონომიკის ინდიკატორები

Vercalsteren A.,

Christis M., Van

Hoof V.

18

2025

Indicators for evaluation of clusters’ competitiveness through circular economy

ცირკულარული ეკონომიკის საშუალებით კლასტერების კონკურენტუნარიანობის შეფასების ინდიკატორები

Razminene K., Tvaronavichene M.,

15

2025

Circular Economy

Development Index

ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ინდექსი (CEDI)

რიხტერ კ. კ.

 

1

2025

Indicator for the circularity of material quality

მასალის ხარისხის ცირკულარობის მაჩვენებელი

 

Steinmann

Z.J.N., Huijbregtsa

M.A.J.,

Reijndersb L.

1

2025

Circular Economy

Indicators

ცირკულარული  ინდიკატორები

A., Zając P.

25

 

დასკვნა 

თანამეროვე ლიტერატურის ანალიზმა  გამოავლინა გარკვეული სირთულეები ცირკულარობის ცნების მეთოდოლოგიურ მიდგომასთან დაკავშირებით. რაც მოიცავს: არსებული წყაროების მონაცემთა არასაკმარის სტატისტიკურ გაშუქებას; გაზომვისა და შეფასების სისტემების სიღრმისეული დასაბუთების ნაკლებობას; ცირკულარული  ეკონომიკის განვითარების შეფასების ერთიანი ინსტრუმენტის არარსებობას.

აქედან გამომდინარე:

• აუცილებელია შემუშავდეს მეთოდოლოგიური შეფასების ინსტრუმენტები ცირკულარული  ეკონომიკის პარადიგმის  უფრო ფართო გაშუქებით, რაც უზრუნველყოფს შესაბამის ინტეგრაციას რეალურ ბიზნეს-პრაქტიკასთან;

• ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადასვლის უაღრესად მნიშვნელოვანი პირობაა მისი განვითარების შეფასების მეთოდოლოგიური ინსტრუმენტის შექმნა;

• ცირკულარული ეკონომიკის კონცეპტუალურ, თეორიულ და მეთოდოლოგიურ პრინციპებზე დაფუძნებული კვლევის გაგრძელებ,ა რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების მდგრადი განვითარების მიზნების ხარისხობრივ მიღწევას. 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Almas, Heshmati. (2016). A Review of the Circular Economy and its Implementation. http://ftp.iza.org/dp9611.pdf, 20.

C., Ruiter. (2015). The Circular Economy Performance Index. http://dspace.library.uu.nl/handle/1874/337188/, 15.

Chikobava M., Kakulia N., Lazarashvili T. (2025). Debate on the Basic Principles of Modern Monetary Theory (Expanded Summary). Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Paata Gugushvili Institute of Economics. Jurn., "ekonomisti", 10.

Chikobava M., Kakulia N., Lazarashvili T.,. (2025). WHY MAINSTREAM MACROECONOMICS FAILED TO PREDICT THE GLOBAL FINANCIAL CRISIS. Proceedings of Materials of International Scientific Conference Dedicated to the 120th Birth Anniversary of Academician Paata Gugushvili ― ECONOMIC SECURITY OF GEORGIA: "CURRENT STATE AND CHALLENGES", 15.

Geng Y., Fu J., Sarkis J., Xue B. (2012). Towards a national circular economy indicator system in China: an evaluation and critical analysis. Journal of Cleaner Production., 20.

Griffiths P., Cayzer, S. (2016). Design of indicators for measuring product performance in the circular economy. Sustainable Design and Manufacturing, 32.

J., Guo-gang. (2012). Empirical Analysis of Regional Circular Economy Development. Study Based on Jiangsu, Heilongjiang, Qinghai Province Energy Procedia. (5)., 125–129.

Kakulia N., Tkemaladze I.,. (2023). Challenges of Transition to Circular Economy in Georgia. National Scientific Conference - "Green Economy and Sustainable Development", 12.

Kakulia, N.; Tvalodze, S.;. (2025). Determinants of ESG sustainability in financial systems: a fuzzy cognitive approach with a focus on Georgia. ntrepreneurship and Sustainability Issues 12(3), 12.

L.H., Verbeek. (2016). A Circular Economy Index for the consumer goods sector. https://dspace.library.uu.n, 30.

Nazira Kakulia, Valeri Arghutashvili. (2021). ASPECTS OF FORMATION OF “GREEN ECONOMY“ AND GOVERNMENT’S ROLE IN THIS PROCESS. tsu (p. 12). Tb: PGIE.

Razminene K., Tvaronavichene M. (2018). Klastery i tsirkulyarnaya ekonomika: ustanavlivaya vzaimosvyazi [Clusters and circular economy: establishing the relationship. Теrrа economicus. (4), 16.

Saidani Michael, Yannou Bernard, Leroy Yann, Cluzel François, Kendall Alissa. (2019). A taxonomy of circular economy indicators. Journal of Cleaner Production, Elsevier, 18.

Tkemaladze, I. (2023). Modern labor market in Georgia – challeges and solutions. TSU, Journal Economics and Business. 15(3), 18.

Zajac P. (2019). Słowa klucze kultury w przysłowiach hausa. Culture Key Words in Hausa, 16.