English / ქართული / русский /







შეფასების სისტემა

სტატიას შეამოწმებს ორი გარე რეცენზენტი, რომელთა შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

სტატია შეფასდება ქულებით. ქულათა მაქსიმუმი - 100 ქულა.

სტატიას დასაბეჭდად რეკომენდაცია მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ორივე რეცენზენტი ნაშრომს თითოეული კომპონენტის მიხედვით შეაფასებს დადებითად (მაქსიმალური ქულის ნახევარი +1 ქულა).

საბოლოოდ, მთავარი რედაქტორი და შესაბამისი დარგის რედკოლეგიის წევრები მთავარი რედაქტორისა და რეცენზენტების დასკვნის საფუძველზე იღებენ სტატიის ჟურნალში გამოქვეყნების გადაწყვეტილებას. 

სტატია შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

• ნაშრომის აქტუალობა და კვლევის მიზანი (მაქსიმალური შეფასება 20 ქულა).

მოწმდება: ნაშრომის მნიშვნელობა და მისი მიზნის შესაბამისობა კვლევის თემატიკასთან.

• ნაშრომის მეცნიერული სიახლე (მაქსიმალური შეფასება 30 ქულა).

მოწმდება: თუ რა მეცნიერული სიახლე აქვს ნაშრომში მიღებული.

• ნაშრომის თეორიული ან გამოყენებითი მნიშვნელობა (მაქსიმალური შეფასება 20 ქულა).

მოწმდება: ნაშრომში მიღებული თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის შედეგები.

• ჩატარებული ანალიზის სიღრმე (მაქსიმალური შეფასება 20 ქულა).

მოწმდება: თუ რამდენად ლოგიკური და სიღრმისეულია მსჯელობა ამა თუ იმ დებულების დასასაბუთებლად, თუ რამდენად იცნობს ავტორი სტატიის თემატიკაზე გამოცემულ ნაშრომებს.

• ნაშრომის სტრუქტურა (მაქსიმალური შეფასება 10 ქულა).

მოწმდება: თუ რამდენად ორგანიზებულია სტატია დასახული მიზნის მისაღწევად.


2016-01-03