English / ქართული / русский /







ავტორებისთვის

სტატიის გაფორმების წესი და ტექსტის ფორმატი:

  • ავტორებს შეუძლიათ სტატია წარმოადგინონ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე;
  • ინგლისურ ენაზე წარმოდგენილ სტატიას თან უნდა ახდეს სრული თარგმანი ან ვრცელი რეზიუმე (2-3 გვ.) ქართულ ენაზე (ქართულენოვანი ავტორებისათვის), ან მხოლოდ ვრცელი რეზიუმე (2-3 გვ.) ინგლისურ ენაზე (უცხოენოვანი ავტორებისათვის);
  • რუსულ ენაზე წარმოდგენილ სტატიას თან უნდა ახლდეს ვრცელი რეზიუმე (2-3 გვ.) ქართულ და ინგლისურ ენებზე (ქართულენოვანი ავტორებისათვის) ან ვრცელი რეზიუმე (2-3 გვ.) მხოლოდ ინგლისურ ენაზე (უცხოენოვანი ავტორებისათვის);სტატია წარმოდგენილი უნდა იქნეს DOC (MS-Word) ფაილის სახით;
  • ფურცლის ზომა A4;
  • მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ;
  • შრიფტი: ქართული ტექსტისათვის - Sylfaen და AcadNus; ინგლისური (რუსული) ტექსტისათვის - Times New Roman;
  • შრიფტის ზომა -12;
  • სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;
  • ფურცელი არ ინომრება;
  • მონაცემები ავტორის შესახებ:
  • ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი (ცენტრირებული, შრიფტის ზომა 12);
  • მოკლე აკადემიური ბიოგრაფია (არაუმეტეს 100 სიტყვისა);
  • ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები მოცემული იყოს შესაბამისი ტექსტის ქვეშ ან მომდევნო გვერდზე;
  • ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები (ფორმატი - 90X120მმ-დან 130X120მმ-მდე) დაინომროს არაბული ციფრებით;
  • თუ ტექსტში მოცემულია მხოლოდ ერთი ილუსტრაცია, იგი არ ინომრება;
  • საჭიროების შემთხვევაში ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები შეიძლება დასათაურდეს და/ან დაერთოს მცირე განმარტება იქვე, მასალის სათაურის ქვემოთ;
  • ნახაზი უხარვეზოდ უნდა აისახებოდეს ეკრანზე (გარჩევისუნარიანობა 96-150 dpi);
  • სტატიის სახელწოდება (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
  • მოკლე ანოტაცია (არაუმეტეს 8 სტრიქონისა) სტატიის ენაზე (დახრილი, Italic), შრიფტის ზომა 12), რომელშიდაც ასახული იქნება სტატიის ძირითადი სამეცნიერული შედეგი (სიახლე); ანოტაცია არ უნდა შეიცავდეს ციტატებს გამოყენებული ლიტერატურიდან და/ან ნახაზებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს;
  • საკვანძო სიტყვები - არაუმეტეს ხუთისა- სტატიის ენაზე (დახრილი, Italic, შრიფტის ზომა 12);
  • სტატიის ძირითადი ნაწილი, რომელიც მოიცავს შესავალს (აქტუალობა), ძირითად ტექსტს და დასკვნას - (შრიფტის ზომა 12);
  • წარმოდგენილ უნდა იქნეს სტატიის ელექტრონული ვერსია (მისამართი: 0105 თბილისი, გ. ქიქოძის 14, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი:info.ekonomisti@pgie.tsu.ge);
  • ავტორი ვალდებულია, დაიცვას ციტირების სტილი (იხილეთ ბმული);
  • ჟურნალში შემოსული სტატიები სარეცენზიოდ გადაეცემა დამოუკიდებელ ორ ექსპერტს;
  • საერთაშორისო ეთიკის ნორმების გათვალისწინებით ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია;
  • სტატია გამოქვეყნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას დადებითად შეაფასებს ორივე ექსპერტი;
  • მხოლოდ რედკოლეგიას აქვს უფლება, რეცენზიასთან დაკავშირებით დამატებითი ახსნა-განმარტებისათვის მიმართოს ექსპერტს. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია;
  • სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია, თუ საჭიროდ ჩათვლის, უარი თქვას სტატიის დაბეჭდვაზე და არ გაუგზავნოს ექსპერტებს და/ან დაუბრუნოს ავტორს სტატია შემდგომი გადამუშავების მიზნით;
  • ავტორი ვალდებულია, გადაამუშაოს სტატია სარედაქციო საბჭო ან რეცენზენტის მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში სტატია არ დაიბეჭდება და/ან არ გადაეგზავნება ექსპერტებს;
  • ავტორისათვის სტატიის დაბრუნება შემდგომი დამუშავებისათვის არ ნიშნავს, რომ იგი მიღებულია გამოსაქვეყნებლად;
  • გადამუშავებული ტექსტის მიღების შემდეგ სტატიას ხელახლა განიხილავს სარედაქციო საბჭო;
  • ავტორი ვალდებულია, მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. თუ ავტორთან დაკავშირება დაბრკოლდება ან შეუძლებელი აღმოჩნდება, სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან საერთოდ უარი თქვას სტატიის დაბეჭდვაზე;
  • ავტორი უფლებამოსილია მოითხოვოს რეცენზიის გაცნობა;
  • ავტორს არ აქვს უფლება უკვე გამოქვეყნებულ სტატიაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები;
  • ავტორი პასუხისმგებელია სტატიის შინაარსსა და მის გამოქვეყნებაზე;
  • პუბლიკაციების სამეცნიერო ხარისხზე მორალურ-ეთიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ავტორებსა და რეცენზენტებს;
  • სტატიის ავტორის პოზიცია შეიძლება არ ემთხვეოდეს სარედაქციო საბჭოს პოზიციას;
  • ჟურნალის რედაქცია არ აგებს პასუხს ავტორების და/ან მესამე პირებისა და ორგანიზაციების წინაშე, თუ ისინი ამ პუბლიკაციით რაიმე ფორმით დაზარალდებიან;
  • დოქტორანტების მხარდაჭერის მიზნით, მათი სურვილის შემთხვევაში, ჟურნალის ვებგვერდზე შესაძლებელია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დაცული სადოქტორო დისერტაციების ავტორეფერატების გამოქვეყნება.


ჟურნალში ერთი გვერდის გამოქვეყნების ღირებულებაა 5 ლარი. სტატია, რომელიც შეფასდება 90 ქულაზე მეტით დაიბეჭდება უფასოდ.

                 ლარის ანგარიში

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტი 204864548
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 708967254

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ ჟურნალის რედაქციას.

ჟურნალ „ეკონომისტის" სარედაქციო საბჭო მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.

 

ციტირების ნიმუში


2016-01-03