English / ქართული / русский /







ჟურნალ „ეკონომისტის“ კონცეფცია

2008 წელს სსიპ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ქართულენოვანი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალი-ტიკური ჟურნალი ’’ეკონომისტი”, რომლის პირველი ნომერი გამოვიდა 2009 წლის დასაწყისში და 2015 წლის ჩათვლით გამოდიოდა ორ თვეში ერთხელ.

2016 წელს განხორციელდა ჟურნალ ’’ეკონომისტის” რეორგანიზაცია. იგი გახდა საერთა-შორისო, რეცენზირებადი, სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, რომელიც გამოიცემა, როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმით.

ჟურნალი ინდექსირებულია დიდ საძიებო ელექტრონულ ბაზაში - ERIH PLUS.

ჟურნალი ’’ეკონომისტის” მთავარი მიზანია, ერთი მხრივ, პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოში ეკონომიკური მეცნიერებით თანამედროვე მიღწევებს, მეორე მხრივ, გააცნოს საქართველოს აკადემიურ წრეებს მსოფლიოში ეკონომიკური მეცნიერების მიღწევები. ჟურნალის მიზანია აგრეთვე ეკონომიკური მეცნიერებისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ხელშეწყობა, ეკონომისტის, როგორც პროფესიის პოპულარიზაცია, მონაწილეობის მიღება ქვეყანაში სამეცნიერო კადრების აღზრდაში და სხვ. ჟურნალი ასევე მიზნად ისახავს ინსტიტუტის საქმიანობის გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის.

თანამედროვე ინფორმაციული საზოგადოების ეპოქაში სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება მნიშვნელოვანია როგორც ტრადიციულად ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული წყაროების საშუალებით. სამეცნიერო პროგრესის დაჩქარების მიზნით აუცილებელია, სამეცნიერო ინფორმაციის ბაზა გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, რაც შეიძლება, ფართო აუდიტო-რიისათვის: პროფესორებისათვის, მეცნიერ თანამშრომლების, სტუდენტე-ბისა და სხვა პოტენციური მკითხველებისათვის. ჟურნალი ''ეკონომისტი” თავის წვლილს შეიტანს ამ უმნიშვნელოვანესი მოთხოვნების განხორციელებაში.

ეკონომიკური მეცნიერების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის პროგრე-სისათვის, ამდენად, ჟურნალს დიდი ეროვნული მნიშვნელობაც აქვს.

აქედან გამომდინარე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ჟურნალი ''ეკონომისტი” დიდ სამსახურს გაუწევს ქვეყანაში ეკონომიკური მეცნიერებების შემდგომ განვითარებასა და სამეცნიერო წრებრუნვაში ჩართვას, გაამარტივებს მასში დაბეჭდილი ინფორმაციის მოპო-ვებას, შექმნის მდიდარ საინფორმაციო ბაზას, რომელშიც წარმოაჩენს მსოფლიოში სხვადასხვა სამეცნიერო სკოლის მიღწევებს.

ჟურნალი ’’ეკონომისტი” განკუთვნილია ეკონომიკური პროფილის სპეციალისტებისთვის: პროფესორებისთვის, მეცნიერ თანამშრომლების, დოქტორანტებისა და ყველა სხვა ეკონო-მიკით დაინტერესებული პირებისათვის.

ჟურნალში ყველა სტატია დაიბეჭდება მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე, რუ-სულ ენაზე სტატიის წარმოდგენის შემთხვევაში ასევე დაიბეჭდება მისი გაფარ-თოებული რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე.

’’ეკონომისტი” აკმაყოფილებს ორიგინალური ბეჭდური და ელექტრონული ჟურნალების ყველა ძირითად მოთხოვნას:

• გამოიცემა ბეჭდური და ელექტრონული ფორმით;
• გამოდის დადგენილი გრაფიკით, წელიწადში ოთხჯერ;
• ქვეყნდება ინტერნეტის ქსელით;
• ვრცელდება მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში;
• არის რეცენზირებადი

ჟურნალის საქმიანობას გაუძღვებიან მთავარი რედაქტორი, სარედაქციო საბჭო, რომლის წევრებიც არიან შესაბამისი სამეცნიერო დარგის მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი მკვლევარები.


2016-01-03